მთიანი ყარაბაღი

მთიან ყარაბაღში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს, რომელშიც მონაწილეობას სამი კანდიდატი, მათ შორის ამჟამინდელი პირველი პირი იღებს. Svobodanews-ის ინფორმაციით, რესბუბლიკის ლიდერს თითქმის ასი ათასი ადამიანი აირჩევს.

მთიანი ყარაბაღის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ვასილ ატაჯანიანის განცხადებით, ხმის მიცემის პროცესი მკაცრი კონტროლის ფონზე მიმდინარეობს. მისი თქმით, იგი ვერ ხედავს განსხვავებას ყარაბაღის რესპუბლიკასა და დემოკრატიულ ევროპას შორის.

საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კეტრინ ეშტონმა რესპუბლიკაში მიმდინარე მოვლენების კომენტირებისას განაცხადა, რომ ევროკავშირი არ აღიარებს იმ კონსტიტუციურ ჩარჩოებს, რომელთა ფარგლებში აღნიშნული საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. მთიანი ყარაბაღის არჩევნების არალეგიტიმურობის შესახებ განცხადება გააკეთა აზერბაიჯანულმა მხარემაც.

 

კომენტარები