კინო

Warner bros ახალ სუპერმენს უშვებს

ყველასთვის მოულოდნელად, “ბნელი რაინდის დაბრუნების” კინოთეატრში გამოსვლასთან ერთად, კინოკომპანიამ Warner bros, “ფოლადის მამაკაცის” იგივე “სუპერმენის” ტრეილერი გამოუშა. 
ახალი “სუპერმენის” რეჟისორი ზაკ სნაიდერი იქნება. სცენარის ავტორი დევიდ გოიერი, პროდიუსერი კი კრისტოფერ ნოლანი. გოიერი და ნოლანი ბეტმენის ისტორიის წარმატების მთავარი სულისჩამდგმელები არიან და Warner bros ამიტომაც ენდო მათ სცენარს და ფილმის ბიუჯეტისთვის 160 მილიონი გამოყო. 
“ფოლადის მამაკაცის” სუპერმენის ისტორიას თავიდან გადაწერს. სნაიდერი და კომპანია ქრიფთონელი ბიჭის პრობლემებზე, უდიდეს ძალასა და გმირად ქცევაზე მოყვებიან. ფილმში მთავარ როლს ჰენრი ქევილი შეასრულებს, ლუის ლეინი ემი ადამსი იქნება. “ფოლადის მამაკაცის” მთავარი ბოროტმოქმედი გენერალი ზოდი იქნება, რომელსაც მაიკლ შენონი განასახიერებს. 
ზაკ სნაიდერის ნამუშევრის პრემიერა 2013 წლის ივნისშია დაგეგმილი.

კომენტარები