ჩინეთი

ძლიერ წვიმას პეკინში 37 ადამიანი ემსხვერპლა

ჩინეთის დედაქალაქში ძლიერ წვიმას, სულ მცირე, 37 ადამიანი ემსხვერპლა. თავსხმა ყველაზე ძლიერი იყო მათ შორის, რაც პეკინს უკანასკნელი 60 წლის მანძილზე დასტყდომია თავს.

გარდაცვლილთაგან 25 ადამიანი დაიხრჩო, დანარჩენების სიკვდილის მიზეზი ჩამონგრეული სახურავები, მეხი და დაზიანებული ელექტო-ხაზებიდან დენის დარტყმა გახდა. მოხერხდა 65 ათასი ადამიანის ევაკუაცია.

პეკინში შეწყდა საჰაერო ფრენებიც: ქალაქის მთავარ აეროპორტში 500-მდე ფრენა გადაიდო.

დედაქალაქს გარეთ დაკარგულია 17 და დაღუპულია 4 ადამიანი.

საერთო ჯამში, პეკინში 2 მილიონამდე ადამიანი დაზარალდა. ეკონომიკური ზარალი, ამჟამინდელი მონაცემებით, მილიარდ ნახევარ დოლარს აღწევს.

კომენტარები