ერთიანი ეროვნული გამოცდები

გამოცდების ეროვნული ცენტრი შედეგების გამოცხადებას იწყებს

გამოცდების ეროვნული ცენტრი ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოცხადებას იწყებს. აბიტურიენტებს შედეგის გაგება შეუძლიათ როგორც გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე, ასევე, მოკლე ტექსტური შეტყობინების მეშვეობით. ამისათვის, ნებისმიერი მობილური ოპერატორის აბონენტებმა საგამოცდო ბარათზე წითლად მითითებული ცხრანიშნა საიდენტიფიკაციო კოდი უნდა გაგზავნოს განახლებულ ნომერზე - 93333. მომსახურების საფასური 50 თეთრს შეადგენს.

სახელმწიფო სასწავლო გრანტის მინიჭებისას, ყველაზე მაღალი ზოგადი უნარების ქულის კოეფიციენტია.

ზღვარის გადასალახავად აბიტურიენტს 21 სწორი პასუხი უნდა ქონოდათ - გარდა მედიკოსის, სტომატოლოგის, ფარმაციისა და იურიდიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველებისა, სადაც ზღვარი 10%-ითაა გაზრდილი. მხოლოდ უნარების გამოცდაში მინიმალური კონპეტენციის ზღვარის გადალახვის შემთხვევაში, აბიტურიენტს შეუძლია, პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხოს. თუ იგი 40% ბარიერის გადალახავს, პროფესულ კოლეჯში სწავლის გასაგრძელებლად სახელმწიფოსგან 1000 ლარიან ვაუჩერს მიიღებს .

ცენტრის ინფრომაციით,ზოგადი უნარების გამოცდაში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი აბიტურიეტთა 92%-ზე მეტმა გადალახა. საშუალო ქულა სხვადასხვა საგამოცდო ვარიანტში 36,5-დან 38,6-მდე მერყეობს.

ზოგადი უნარების გამოცდის პირველადი სტატისტიკური ანალიზი დაწვრილებით შეგიძლიათ იხილოთ გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე.

 

კომენტარები