რეცეპტი

ცივი მაწვნის სუპი

4ულუფა ორი კარტოფილი ორი კიტრი ორი კვერცხი ერთი ქილა მაწონი ნახევარი ქილა არაჟანი 50 გრ ქინძი 50 გრ პიტნა 50 გრ ტარხუნა მწვანე ტობასკო, მარილი და პილპილი გემოვნებით     ჯამში: 7 ლარი
მომზადების წესი:

მოვხარშოთ ორი ცალი კარტოფილი და ორი ცალი კვერცხი და დავჭრათ. დავჭრათ ასევე კიტრი და ჩავყაროთ ბლენდერში, ამ ყველაფერს დავამატოთ მწვანილი, არაჟანი, მაწონი, ხოლო მარილი, პილპილი და ტობასკო გემოვნებით, დავუმატოთ ყინული და დავაბლენდეროთ. ცივი სუპი მზად არის.

 

კომენტარები