Life

Guide 16-22 ივლისი

კეროლ ლიმი და უმბერტო ლეონი ლოს ანჯელესის გარეუბანში იზრდებოდნენ და პატარაობიდან Vans-ის თაყვანისმცემლები იყვნენ. დღეს Kenzo-ს შემოქმედებითმა დირექტორებმა Vans-თან კოლაბორაცია გადაწყვიტეს, რის შედეგადაც გაჩნდა საზაფხულო სპორტული ფეხსაცმლის კოლექცია. „ამერიკული ხასიათის კენზოს სტილთან შერწყმის იდეა მოგვეწონა”, – ამბობენ დიზაინერები. ფეხსაცმელი მხიარულ ფერებშია, არის ლამაზი და ფასიც ხელმისაწვდომია – 80 ევროდან იწყება.

2)შავ-თეთრის კომბინაცია, ალბათ, ყოველთვის მოდური იქნება, ოღონდ, იმ განსხვავებით, რომ ხანდახან რომელიმე ერთი ფერი იქნება დომინანტური. საზაფხულო კოლექციებში წამყვანი თეთრი გახდა, რაც სეზონიდან გამომდინარე, ლოგიკურია. დიზაინერებმა შთაგონება ანდრე კურეჟის შემოქმედებაში იპოვეს – შავ-თეთრი გრაფიკის ესთეტიკა სწორი ხაზებითა და მკაცრი ფორმებით, Chanel-ის, Narciso Rodriguez-ის, Reed Krakoff-ის, Rachel Roy-ის სამოსში საინტერესოდ განვითარდა.

3)პიტერ პარკერი ეკრანებზე ბრუნდება – ადამიანი-ობობას ყველასთვის ნაცნობ ისტორიას, ამჯერად სემი რეიმის ნაცვლად, რეჟისორი მარკ უები მოგვიყვება. სიახლეა ისიც, რომ ადამიანი-ობობას როლში ენდრიუ გარფილდი მოგვევლინება, მის შეყვარებულს კი ემა სტოუნი თამაშობს. როგორც უები ამბობს, „ესაა ბავშვის ისტორია, რომელიც მამას ეძებს და საბოლოოდ საკუთარ თავს აღმოაჩენს”. ახალ ვერსიაში აქცენტი გმირებს შორის ურთიერთობაზეა გაკეთებული. ფილმი 3D ფორმატში გამოვიდა.

 

კომენტარები