ხუან კარლოსი

დასჯილი ესპანეთის მეფე

ველური ბუნების საერთაშორისო ფონდის WWF ესპანურმა განყოფილებამ გააუქმა საპატიო პრეზიდენტის პოსტი, რომელსაც ქვეყნის მეფე ხუან კარლოსი იკავებდა. ამის მიზეზი გახდა საჰარაში, მეფის ნადირობა სპილოებზე.

როგორც ორგანიზაციის ოფიციალურ განცხადებაში წერია, ესპანური WWF დელეგატებმა ეს გადაწყვეტილება ერთსულოვნად, 94%-ით მიიღეს.

ნადირობაზე წასვლის გამო ხუან კარლოსმა საჯაროდ მოუხადა ბოდიში ესპანელ ხალხს. მისი ვიზიტის და ნადირობის შესახებ მხოლოდ იმიტომ გახდა ცნობილი, რომ მეფემ ნადირობისას მენჯის ძვალი მოიტეხა და სასწრაფოდ დასჭირდა უკან გადმოფრენა.

იმ მომენტისათვის, როცა ხუან კარლოსი აპირებდა საჯაროდ ბოდიშის მოხდას, ესპანური WWF ოფისში უკვე იყო შეგროვებული 85 ათასი ადამიანის ხელმოწერა, რომლებიც საპატიო პრეზიდენტის პოსტიდან მის გადადგომას მოითხოვდნენ.

„მიუხედავად იმისა, რომ ნადირობა დაშვებულია და რეგულირდება, ჩვენი დელეგატების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ეს საქმიანობა და  ჩვენი კომპანიის მიზნები და ამოცანები, რომელიც გარემოს დაცვას გულისხმობს, არ ემთხვევა ერთმანეთს“, - წერია განცხადებაში.

 

კომენტარები