მუზეუმი

მუზუემი გრაფი მონტე კრისტოს განძის დასაცავად

0 კომენტარი

პალერმოელი ეპისკოპოსის, წმინდა მამილიანოს საგანძურს, რომელიც უფროსმა ალექსანდრე დიუმამ თავის პერსონაჟს- ედმონდ დანტესს ტოსკანის არქიპელაგში მდებარე კუნძულ მონტე კრისტოზე აღმოაჩენინა, XXI საუკუნემდე უშედეგოდ ეძებდნენ მკვლევარები თუ ავანტიურისტები.

ლეგენდარულ განძს 2004 წელს მართლაც და ტოსკანაში წააწყდნენ, მხოლოდ არა კუნძულზე, რომელიც პირატებისა და წმინდანების თავშესაფრად მიიჩნეოდა, არამედ გროსეტოს პროვინციის პატარა ქალაქ სოვანა დი სორანოში მდებარე წმინდა მამილიანოს საკურთხევლის ქვეშ ჩამარხულს.

საგანძური 498 ოქროს მონეტისგან შედგება და მათი უმეტესობა იმპერატორ ლეონ პირველის დროს, ქრისტეშობიდან 457 – 474 წლებშია მოჭრილი. მარემა გროსეტანას არქივის კოორდინატორის -პიერჯორჯო ძოტის თქმით, მონტე-კრისტოსა და წმინდა მამილიანოს განძებს შორის ბევრი მსგავსებაა და ალექსანდრე დიუმამ სავარაუდოდ, გრაფი მონტე კრისტო ტოსკანური ხელნაწერების შესწავლის შემდეგ დაწერა.

საგანძურის ნახვა დამთვალიერებლებს 30 ივლისიდან, ქალაქ სოვანაში საგანგებოდ აშენებულ მუზეუმში შეეძლებათ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლევან ბერძენიშვილი

კომენტარები