მკვლელობა

რუსეთში 19 წლის ქართველი მოკლეს

რუსეთში, ქალაქ კისლოვოდსკში ორი ახალგაზრდა, მათ შორის ერთი ქართველი მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი ერთ-ერთი რესტორნის წინ მოხდა, რესტორნის წინ მდგარ ქართველ, სომეხ და ყარაჩაელ ახალგაზრდებს თავს კაზაკთა ჯგუფი დაესხა.

19 წლის ქართველს ყელი გამოჭრეს, ხოლო 21 წლის სომეხ ახალგაზრდას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. 23 წლის ყარაჩაელი ახალგაზრდა, რომელსაც ჭრილობა დანით მიაყენეს, საავადმყოფოშია გადაყვანილი.

მკვლელობასთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. ამ დროისთვის დაკავებულია რამდენიმე ადამიანი.

გავრცელებული შეფასებებით, მკვლელობა ეთნიკურ ნიადაგზე მოხდა და პროვოკაციულ ხასიათს ატარებდა.

კომენტარები