მედიცინა

ხელოვნური მედუზა ვირთხის უჯრედებისგან

ამერიკელმა მეცნიერებმა ვირთხის გულის კუნთოვანი უჯრედების დახმარებით ხელოვნური მედუზა შექმნეს. ბიორობოტი საკმაოდ მცირე ზომისაა და იმპულსების წყალობით თავისუფლად შეუძლია წყალში გადაადგილება.  

ხელოვნური მედუზის შემქმნელები - კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის და ჰარვარდის უნივერსიტეტის წარმომადგენლები - აღნიშნავენ, რომ ეს გამოგონება მათ ხელოვნური გულის შექმნაში დაეხმარებათ. სტატიაში, რომელიც ჟურნალში Nature Biotechnology გამოქვეყნდა, ჰარვარდელი კიტ პარკერი და კალიფორნიელი ჯანა ნაუროტი ხსნიან თუ საიდან გაუჩნდათ ხელოვნური მედუზის შექმნის იდეა, რომ ამაში მათ აურელია დაეხმარათ. მედუზა, რომელიც შავ ზღვაშიც ბინადრობს.

„როდესაც ჩემ კოლეგებს ვუთხარი, რომ მედუზის შექმნა მინდოდა, მათ რბილად რომ ვთქვა... დამცინეს“ - განაცხადა პარკერმა. თუმცა 4 წლიანი მუშაობის შედეგად მან თავისი კოლეგების განცვიფრება მაინც შეძლო. „მედუზის შექმნა არც ისე რთულია, მაგრამ ახლა ჩვენ უნდა დავიწყოთ მუშაობა სერიოზულ პროექტზე და მხოლოდ ამის შემდეგ კიდევ უფრო მთავარზე. გვჯერა, რომ  ხელოვნური გულის შექმნას შევძლებთ“ - დაამატა მან.

როგორც ცნობილია, მეცნიერები ახლო მომავალში ხელოვნური რვაფეხის შექმნას აპირებენ.

 

კომენტარები