დაკავება

გორის დილას გულშემატკივრები დანიის პოლიციამ ქურდობისთვის დააკავა

საფეხბურთო კლუბ გორის დილას გულშემატკივრები, რომლებიც დანიაში ორჰუსი-დილას მატჩზე დასასწრებად იმყოფებოდნენ, ქურდობისთვის დააკავეს და ჯარიმა დააკისრეს. საქართველოს მოქალაქეების დაკავების ფაქტი ქალაქ ორჰუსის პოლიციამ დაადასტურა.

როგორც ცნობილია, გულშემატკივრებმა დანიის ერთ-ერთი სუპერმარკეტიდან მაისურები და ქამრები მოიპარეს. დაკავებულები ქალაქ ორჰუსში 14 დღის განმავლობაში დარჩებიან, რის შემდეგაც მათ კოპენჰაგენში გადაიყვანენ, საიდანაც მათი საქართველოში დეპორტაცია მოხდება.

გავრცელებული ინფორმაციით დაკავებულია ორი ადამიანი, მათი თანმხლები მესამე პირი კი ფარულად ჩეხეთში გადაფრინდა.

გორის დილას გულშემატკივართა 47 კაციანი ჯგუფი, მათ შორის სპორტისა და ახცალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და გორის მუნიციპალიტეტის თანამშრომლები, დანიაში 19 ივლისს გაემგზავრა.

დელეგაცია საქართველოში 3 ადამიანით ნაკლები შემადგენლობით ჩამოვიდა. 

კომენტარები