მედიცინა

მეცნიერებმა ინსულინის მალამო გამოიგონეს

იაპონელმა მეცნიერებმა გამოიგონეს ინსულინის მიღების ახალი მეთოდი. მათი განცხადებით, პაციენტებს აღარ მოუწევთ დღეში რამდენჯერმე ნემსის ჩხვლეტა. დღეიდან ინსულინის მიღება მალამოს საშუალებით იქნება შესაძლებელი.

როგორც გამოცემა MedChemComm იუწყება, მასაჰირო ჰოტომ, კუნძულ კიუსიუს უნივერსიტეტიდან და მისმა კოლეგებმა SO Pharmaceutical Corporation-იდან შექმნეს ინსულინით სავსე სპეციალური მიკროსკოპული კაფსულები, რომელთაც კანიდან შეუძლიათ სისხლში შეღწევა.

როგორც მედიკოსები აცხადებენ, მათ უკვე გამოსცადეს ახალი კაფსულები და ეს ამ პრეპარატის მიღების ყველაზე უსაფრთხო და რაც მთავარია, უმტკივნეულო მეთოდი იქნება.

 

კომენტარები