საგარეო ვაჭრობა

2012 წლის პირველ ნახევარში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 17%-ით მეტია

წლის პირველ ნახევარში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 4.86 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ეს მონაცემი წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 17%-ით აღემატება. უარყოფითი სავაჭრო ბალანსმა ამავე პერიოდში საგარეო სავაჭრო ბრუნვის 53% შეადგნა - მონაცემებს ამის შესახებ საქსტატი აქვეყნებს.

2012 წლის იანვარ-ივნისში 19%-ით გაიზარდა იმპორტი, ხოლო ექსპორტი - 10%-ით. უარყოფითი სავაჭრო ბალანსი შარშანდელი 2.08 მილიარდი დოლარიდან 2.58-მდე გაიზარდა.

5%-ითაა გაზრდილი საქართველოს სავაჭრო ბრუნვა დსთ-ს ქვეყნებთან. მისმა წილმა ქვეყნის საგარეო ვაჭრობაში 31% შეადგინა, გასული წლის იმავე პერიოდში მისი წილი 34% იყო.

წინა წლის პირველ ნახევართან შედარებით, 32%-ით გაიზარა საქართველოს სავაჭრო ბრუნვა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან. მისი წილი საგარეო ვაჭრობაში, წინა წლის მსგავსად, 28%-ია.

2012 წლის იანვარ-ივნისში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 66% შეადგინა. უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორად რჩება თურქეთი (741 მლნ. აშშ დოლარი), შემდეგ მოდის აზერბაიჯანი (606 მლნ. აშშ დოლარი) და უკრაინა (341 მლნ. აშშ დოლარი).

სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში კვლავ პირველი ადგილი უკავია მსუბუქ ავტომობილებს, რომელმაც 261 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა - მთელი ექსპორტის 23%

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2012 წლის იანვარ-ივნისში კვლავ ნავთობი და ნავთობპროდუქტები რჩება, რომლის იმპორტმა 437 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 12 % შეადგინა.

 

კომენტარები