რუსი ჯაშუშები

რუსი აგენტები ბავშვების ჯაშუშურ ქსელში ჩართვას აპირებდნენ

0 კომენტარი

ორი წლის წინ დაკავებული რუსი აგენტები ბავშვების ჯაშუშურ ქსელში ჩართვას აპირებდნენ. გავრცელებული ცნობებით, ერთი ბავშვი უკვე თანახმა იყო მშობლების თხოვნაზე. ამის შესახებ ინფორმაციას  Wall Street Journal ავრცელებს. 

ამერიკელმა სამართალდამცავებმა ორი წლის წინ რუსი ჯაშუშები დააკავეს. კონტრდაზვერვის წარმომადგენლების თქმით, ჯაშუშური ქსელი არაეფექტური იყო. თუმცა უკანასკნელ პერიოდში გავრცელებული ინფორმაციით, აგენტები რთულ ქსელს ქმნიდნენ და გრძელვადიან ოპერაციებზე მუშაობდნენ.

ერთ-ერთი ასეთი რთული ოპერაცია ამერიკაში დაბადებული ბავშვების გაწვრთნა იყო. როგორც ჩანს, რუსი ჯაშუშები ფიქრობდნენ, რომ ამერიკელი ბავშვები ბევრად უფრო ადვილად შეძლებდნენ რთული ინფორმაციის მოპოვებას. ოპერაცია გრძელვადიანი იყო და შედეგებს ბავშვების გაზრდის შემდეგ მოიტანდა.

აგენტებს 7 ბავშვი ჰყავდათ არჩეული, მათი ასაკი 1-დან 20 წლამდე მერყეობს. მათი უმრავლესობა ჯაშუშების შვილებია. არჩეული კანდიდატები რუსეთში უნდა წასულიყვნენ სადაც ნელ-ნელა მოამაზდებნენ ჯაშუშობისთვის.

აშშ-ში რუსეთის საელჩომ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარი არ გააკეთა. რუსეთმა აღიარა, რომ ორი წლის წინ დაკავებული პირები მის სასარგებლოდ ჯაშუშობდნენ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თურქეთიდან საქართველოში 508 აბი სუბუტექსის შემოტანისთვის თბილისის აეროპორტში 1 პირი დააკავეს

კომენტარები