კონფლიქტი სირიაში

სისხლისღვრა ალეპოში

ბაშარ ალ ასადის ჯარებმა ხელახლა დაიწყეს ალეპოს დაბომბვა, 27 ივლისს, გამთენიისას ქალაქის თავზე სამხედრო ვერტმფრენები გამოჩნდა.  ალეპო სირიის სიდიდით მეორე ქალაქი და ქვეყნის ეკონომიკური ცენტრია. ოპოზიციის აქტივისტის, აბუ მუჰამედ ალ-ჰალაბის თქმით, მთავრობის ჯარები და ტანკები ქალაქის შესასვლელისკენ მიიწევენ. სროლა განახლდა ქალაქის ციტადელის მახლობლადაც. აჯანყებულები იმედოვნებენ, რომ ეს ბრძოლა გადამწყვეტი აღმოჩნდება.

დღესვე, 27 ივლისს, ქვეყნა ალეპოს პროვინციის წარმომადგენელმა პარლამენტის წევრმა იკლას ალ-ბადავიმ დატოვა და თავი თურქეთს შეაფარა. შეერთებული შტატების დეპარტამენტის სპიკერის, ვიქტორია ნულანდის განცხადებით, ასადის რეჟიმი კიდევ ერთი მასშტაბური სისხლისღვრის განხორციელებისთვის ემზადება და  შტურმმა შესაძლოა, მშვიდობიანი მოქალაქეები იმსხვერპლოს.

 

კომენტარები