ოლიმპიური თამაშები

ლონდონში რიგით 30-ე ოლიმპიური თამაშები იხსნება

დღეს ლონდონში რიგით 30-ე ოლიმპიური თამაშები იხსნება. გახსნის ცერემონიალს ლონდონის ოლიმპიური სტადიონიდან, 80 ათასი მაყურებელი ადევნებს თვალს. რაც შეეხება სატელევიზიო აუდიტორიას, ვარაუდობენ, რომ მათი რიცხვი ერთ მილიარდ ადამიანს შეადგენს.

წლევანდელ ოლიმპიურ თამაშებში 10 ათასზე მეტი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას.

დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე და პრინცი ფილიპი დღეს ბუკინგემის სასახლეში, ოლიმპიადაში მონაწილე ქვეყნების ლიდერების მიღებას მართავენ.

ლონდონში ოლიმპიადის ჩატარებას აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატი მით რომნი გამოეხმაურა. მან ეჭვი გამოთქვა, რომ ლონდონი ოლიმპიური თამაშების მასპინძლობისთვის მზად არ არის და საორგანიზაციო საკითხები სათანადად არ არის მოგვარებული. ამის შესახებ ლონდონში ვიზიტით მყოფმა მით რომნიმ მედიასთან საუბარში განაცხადა.

აშშ-ს პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატის განცხადებას დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი და ლონდონის მერი გამოეხმაურნენ. მათი თქმით, მით რომნი არასწორ ინფორმაციას ფლობს.

 

 

კომენტარები