Facebook

Facebook-ის აქციების ფასი 11%-ით დაეცა

სოციალური ქსელ Facebook-ის აქციები 27 ივლისს 11%-ით, 2.9 დოლარით დაეცა. ამჟამად ერთი აქციის ფასი 23.88 დოლარია. ეს ჯერობით ყველაზე დაბალი ფასია, მას შემდეგ რაც კომპანიამ ორი თვის წინ, 17 მაისს აქციების საჯაროდ გაყიდვა დაიწყო.

კომპანიამ წლის პირველ მეოთხედში 44%-იანი, მეორე მეოთხედში კი 32%-იანი ზრდა აჩვენა. თუმცა, როგორც ჩანს ინვესტორები მაინც იმედგაცრუებულები არიან.  2009-2010 წლებში კომპანიის მოგება თითქმის 300%-ით გაიზარდა.

ინვესტორებისთვის ახალი კომპანიები მიმზიდველია, რადგან მათ სწრაფი ზრდის შესაძლებლობა აქვთ. თუმცა უკვე გაჩნდა პესიმისტური პროგნოზია, რომ Facebook ზრდის ნაცვლად, შემცირებას დაიწყებს. ინვესტორებს განსაკუთრებით აღელვებთ ის ფაქტი, რომ კომპანია არ აქვეყნებს ეკონომიკურ პროგნოზს წლის დარჩენილი ნაწილისთვის.

Facebook-ის მომხარებელთა რაოდენობა ზრდას აგრძელებს, ივნისის ბოლოს სოციალურ ქსელს თითქმის 955 მილიონი მომხმარებელი ჰყავდა, 29%-ით მეტი ვიდრე გასულ წელს.

 

კომენტარები