სამხედრო

თავდაცვის სამინისტრო ავღანეთში დაჭრილი ქართველი ჯარისკაცის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

0 კომენტარი

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავღანეთში დაჭრილი ქართველი ჯარისკაცის გივი ფანცულაიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ქართველი სამხედრო ავღანეთში მოწინააღმდეგის მიერ ნაღმმტყორცნი ჭურვის აფეთქების შედეგად 2012 წლის იანვარში დაიჭრა.

"საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს 1984 წელს დაბადებული კაპრალ გივი მამუკას ძე ფანცულაიას გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს. 3 მარტის შემდეგ კაპრალი გივი მამუკას ძე ფანცულაია გადმოყვანილი იქნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალში, სადაც მისი სიცოცხლის გადასარჩენად კვალიფიციური ექიმები 6 თვის განმავლობაში იბრძოდნენ. ექიმების თავდადებული მცდელობის მიუხედავად სამწუხაროდ, გივი მამუკას ძე ფანცულაისა გადარჩენა ვერ მოხერხდა.“ – აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ქართველი სამხედრო მოსამსახურის დაკრძალვასთან დაკავშირებულ საჭირო ყველა ხარჯს დაფარავს.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები