ტრეფიკინგი

ტრეფიკინგის მსხვერპლი საქართველოს მოქალაქეები თურქეთიდან სამშობლოში დაბრუნდნენ

ტრეფიკინგის მსხვერპლი საქართველოს 23 მოქალაქე თურქეთიდან სამშობლოში დაბრუნდა. დატყვევებულების გათავისუფლება საქართველოს საკონსულოს, ქართველი დიპლომატებისა და თურქეთის პოლიციის დახმარებით მოხერხდა.

თურქეთში სამუშაოდ წასული ქართველები, ქალაქ იჩქირეთში, ერთ-ერთი სახლის სარდაფში ჰყავდათ ჩაკეტილი. დამნაშავეები თითოეული მათგანისგან გამოსასყიდის სახით 2000 დოლარს ითხოვდნენ.

კრიმინალები თურქეთის პოლიციამ უკვე დააკავა. როგორც გაირკვა, საქართველოს მოქალაქეები თურქეთში სამუშაოდ ვინმე ლაშა ნავარელმა წაიყვანა, რომლის შესახებაც ინფორმაციას სამართალდამცველები ამ ეტაპზე არ ავრცელებენ.

კომენტარები