ოლიმპიური თამაშები

ქართველი ძიუდოისტი ნახევარფინალში გავიდა

ლონდონის ოლიმპიადის მონაწილე ქართველი ძიუდოისტი, ლაშა შავდათუაშვილი ნახევარფინალში გავიდა. 20 წლის ქართველმა ძიუდოისტმა დღეს უკვე მესამე გამარჯვება იზეიმა.

ლაშა შავდათუაშვილმა ჩილელი სპორტსმენი ალეჰანდო სუნიგა დაამარცხა, რის შემდეგაც შეჯიბრის 1/16 ფინალში ფრანგ მოწინააღმდეგეს, დავიდ ლაროშეს სძლია და მეოთხედფინალში გავიდა. 

შავდათუაშვილმა მეოთხედფინალში დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელი კოლინ ოატესი დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.

ქართველმა ძიუდოისტმა სამივე ბრძოლა იპონით მოიგო.  

კომენტარები