მიტ რომნი

რომნის განცხადებამ პალესტინელი ლიდერები აღაშფოთა

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა მიტ რომნიმ პალესტინელი ლიდერების კრიტიკა დაიმსახურა, როცა ისრაელში ვიზიტისას, თქვა რომ ქვეყნის ეკონომიკური წარმატების მიზეზი პალესტინასთან შედარებით ისრაელის კულტურა იყო. 

"თუ შეხედავთ მთლიან შიდა პროდუქტს ერთ სულ მოსახლეზე ისრაელში, რაც დაახლეობით 21,000 დოლარია და შეადარებ მეზობლად არსებულ ტერიტორიების ეკონომიკას, რომელიც პალესტინური ხელისუფლების მმართველობის ქვეშ არის და სადაც მშპ ერთ სულ მოსახლეზე დაახლოებით 10,000 დოლარია, დაინახავთ მნიშვნელოვან ეკონომიკურ განსხვავებას," განაცხადა საპრეზიდენტო კანდიდტმა. მისი თქმით, ერთ-ერთი თეორიის მიხედვით ეკონომიკური განვითარების მთავარი მიზეზი კულტურაა. 

ისრაელისა და პალესტინის ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს შორის რეალურად უფრო დიდი განსხვავებაა, ვიდრე ეს რომნიმ თქვა. ისრაელში ერთ სულ მოსახლეზე მშპ 31,000 დოლარია, მაშინ როცა პალესტინის ტერიტორიაზე იგივე მაჩვენებელი 2,900-ია.

" ეს არის რასისტული განცხადება და ეს ადამიანი ვერ ხვდება რომ პალესტინა ვერ ვითარდება ისრაელის ბლოკადის გამო," განაცხადა პალესტინის პრეზიდენტის თანაშემწემ. პალესტინელი ლიდერების თქმით, რომნიმ იგნორირება გაუკეთა ისრაელის მიერ ღაზას სექტორის და დასავლეთ ნაპირის ბლოკადას, რაც სერიოზულ ეკონომიკურ ზიანს აყენებს პალესტინურ ტერიტორიებს.

რომნის თანაშემწეების თქმით, საპრეზიდენტო კანდიდატის სიტყვები კონტექსტიდან იყო ამოგლეჯილი.

საპრეზიდენტო კანდიდატი სამ ქვეყანაში მოგზაურობს, ის უკვე ეწვია გაერთიანებულ სამეფოს და ისრაელს. 31 ივლისს ის პოლონეთს ეწვევა.

კომენტარები