ოლიმპიური თამაშები

ჭრიკიშვილი ოლიმპიადას გამოეთიშა

ძიუდოისტი ავთანდილ ჭრიკიშვილი ლონდონის ოლიმპიურ თამაშებს გამოეთიშა. 81 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ჭრიკიშვილი, მეორე ბრძოლაში, ამერიკელ ტრევის სტივენსთან დამარცხდა. მანამდე მან ხორ­ვა­ტი ტი­მოს­ლავ მა­რი­ა­ნო­ვი­ჩი და­ა­მარ­ცხა.  

შეგახსენებთ, 29 ივლისს 66 კილოგრამამდე წონით კატეგოტრიაში ქართველმა ძიოდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა საქართველოს ნაკრებისთვის პირველი ოლიმპიური ოქრო მოიპოივა. 

დღეს­ვე ქარ­თვე­ლი სპორ­ტსმე­ნე­ბი­დან ოლიმ­პი­ა­და­ზე მო­ცუ­რა­ვე ირაკ­ლი ბოლ­ქვა­ძე 200 მეტ­რზე ბრა­სით საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო გა­ცურ­ვას ჩა­ა­ტა­რებს. კი­დევ ერ­თი ქარ­თვე­ლი, ჩოგ­ბურ­თე­ლი ანა ტა­ტიშ­ვი­ლი ერ­თე­ულ­თა თან­რიგ­ში ჩა­ერ­თვე­ბა. რი­გით მე-2 თა­მაშ­ში ანა ტა­ტიშ­ვი­ლი რუს ჩოგ­ბურ­თელს, ნა­დია პეტ­რო­ვას და­უ­პი­რის­პირ­დე­ბა. დღეს­ვე გა­ი­მარ­თე­ბა მშვილ­დო­სა­ნი ქრის­ტი­ნე ესე­ბუ­ა­სა და დე­ნი­სე ვან ლა­მო­ე­ნის (ჩი­ლე) 1/32–ფი­ნა­ლი.

 

 

კომენტარები