ოლიმპიური თამაშები

მშვილდისანი ქრისტინე ესებუა 1/16 ფინალში გავიდა

ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე კიდევ ერთი ქართველი სპორტსმენი დაწინაურდა. მშვილდოსან ქალთა ინდივიდუალურ პირველობის 1/32–ფინალურ ეტაპზე, 27 წლის ქრისტინე ესებუამ მსოფლიოს 2011 წლის ჩემპიონს, ჩილელ დენისე ვან ლამოენს შეხვდა და 6:0 ანგარიშით დაამარცხა.

მომდევნო, 1/16–ფინალურ ეტაპზე ქართველი მშვილდოსნის მეტოქე სამხრეთკორეელი სუნგ-ჯინ-ლი იქნება.

დღესვე ოლიმპიურ თამაშებს ქართველი მოცურავე ირაკლი ბოლქვაძე გამოეთიშა. 200 მეტრზე ბრასით საკვალიფიკაციო გაცურვისას იგი 29-ე ადგილზე გავიდა.

 

კომენტარები