არჩევნები 2012

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში პირველ ოქტომბერს ჩატარდება

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში პირველ ოქტომბერს, ორშაბათ დღეს ჩატარდება. ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. 

მანჯგალაძის თქმით, პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ არჩევნები კიდევ ერთხელ აჩვენებს საქართველოს დემოკრატიის სიმწიფეს. პრეზიდენტმა მოქალაქეებს არჩევნებზე აქტიურობისკენ მოუწოდა. 

არჩევნების თარიღის დანიშვნასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის შემდეგ ამოქმედდება ე.წ. Must Carry პრინციპი, რომელიც მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირს ავალდებულებს, პაკეტში განათავსოს ლიცენზირებული საერთო მაუწყებელი, რომელიც მაუწყებლობს ავტორიზებული პირის მომსახურების ზონაში, აგრეთვე საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი, რომელიც ხელმისაწვდომია საქართველოს მოსახლეობის არანაკლებ 20%-ისათვის. ეს ნიშნავს, რომ ტელეკომპანია მაესტრო, კავკასია და მეცხრე არხი საკაბელო ტელევიზიით იქნება ხელმისაწვდომი არჩევნების დღემდე. 

კომენტარები