არჩევნები 2012

ივანიშვილი Wall Street Journal-ში სტატიას აქვეყნებს

ქართული ოცნების ლიდერმა ბიძინა ივანიშვილიმა ამერიკულ გამოცემა The Wall Street Journal-ში სტატია განოაქვეყნა სათაურით „როგორ ავაშენებდი მშვიდობას კავკასიაში“.

„8 აგვისტოს ოთხი წელი სრულდება სასტიკი ომიდან რუსეთსა და საქართველოს შორის, რომელსაც საბოლოო ჯამში ჩემი ქვეყნის ტეროტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია მოჰყვა. სამწუხაროდ, განვლილმა წლებმა მშვიდობასთან არ მიაგვაახლოვა“, - აღნიშნავს ივანიშვილი. იგი წერს, რომ შექმნილი ვითარება კვლავ საფრთეს შეიცავს საქართველოსთვის და ემუქრება ასევე აშშ-სა და ევროპის ინტერესებს კავკასიასა და ცენტერალურ აზიაში.

„რუსეთი კვლავაც აგრძელებს შუღლის გაღვივებას, რათა კონტროლი შეინარჩუნოს ისეთ ქვეყნებზე, როგორებიცაა საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი“, - წერს ივანიშვილი. მის აზრით, „ საქარათველოს ახლანდელი მთავრობა პუტინის ხელში სათამაშოდ იქცა“, საქართველოს მოქმედმა პრეზიდენტმა კი ქვეყნის უსაფრთხოების დღის წესრიგს საფუძვლად „წარსულის ენა“ დაუდო.

ივანიშვილი იქვე აღნიშნავს, რომ, საბედნიეროსდ, საქართველოს ახალი მთარობის არჩევა შეუძლია 1 ოქტომბრის არჩევნებზე. ამ დროისთის კი, მისი შეფასებით, ქართული ოცნებისა და მმართველი პარტიის შესაძლებლობები გათანაბრებულია და მას საბოლოო გამარჯვებაში ეჭვი არ აპარება. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, აღნიშნავს პოლიტიკოსი, ქართული ოცნება უარს იტყვის "ცივი ომის რიტორიკაზე" და დაძაბულობის განსამუხტავად ვითარების „ჭეშმარიტი მიზეზების“ დაძლევას შეეცდება.

ივანიშვილი ამტკიციებს, რომ მისი კოალიციაც დასვლეთთან მჭიდრო პარტნიორობის მომხრეა და დასვალური ფასეულობების პრიორიტეტს აღიარებს. „ჩვენ ვცდილობთ ერთიანი ევროპული და ევროატლანტიკური სრუტურების ნაწილი გავხდეთ“. ქართულ ოცნებას ასევე სურს გაათავისუფლოს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები და იმუშაოს მეგობრებთან, რათა თავდაცვის ძლიერი სისტემა შექმნას, წერს ივანიშვილი.

თუმცა, აქვე ივანიშვილი მოქმედი ხელისუფლებისგან განსხვავებულ მიდგომებს აყალიბებს. მისი განცხადებით, „ჩვენ რეალურად შევაფასებთ საქართველოს შესაძლებლობებს. უარს ვიტყვით იარაღის ჟღარუნზე და ვაღიარებთ, რომ საქართველო მცირე რეგიონული ძალაა ძალიან სახიფათო რეგიონში.“

ივანიშვილის აზრით, საქართველოს სტაბილური მომავალი ვერ აშენდება სამხედრო ძალის იმედად რუსეთისა თუ ვინმე სხვას წინააღმდეგ. „თუ კავკასიის კუბა გავხდებით, დასავლეთთან ჩვენი ინტეგრაციის იმედები საბოლოოდ დასამარდება", - აღნიშნავს პოლიტიკოსი.

რუსეთთან ურთიერთობის მოგვარების გზებზე საუბრისას ივანიშვილი აღნიშნავს, რომ მისი ხელისუფლება გამოიყენებს სამშვიდობო პროცესის ისეთ წარმატებულ მაგალითებს, როგორიცაა ბალკანეთი, სამხრეთ აფრიკა, ასევე რუსთთან პოლონეთისა და მთლოანად ევროკავშირის დიალოგი.

„ჩვენი დიალოგი რუსეთთან იქნება მტკიცე და პრინციპული. ჯერ კიდევ არსებობს ღრმა განხეთქილება იმასთან დაკავშირებით, რომელი ქვეყანა აგებს პასუხს 2008 წლის ომის დაწყებაზე. კონფლიქტი ქსენოფიბიისა და კონფრონტაციული სტილის მიზეზით წარმოიშვა, რომელიც ორივე ქვეყნის მთავრობის ენდემური დაავადებაა. თუ შევძლებთ შევთანხმდეთ, რომ ორივე ვცდებოდით, უკვე მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწევთ“, - წერს ივანიშვილი.

კომენტარები