ახალი ზელანდია

ახალ ზელანდიაში ვულკანმა გაიღვიძა

ახალ ზელანდიაში, ჩრდილოეთის კუნძულზე ვულკანმა ტონგარირომ ასწლიანი უმოქმედობის შემდეგ გაიღვიძა. მისი ამოფრქვევა გუშინ შუაღამეს დაიწყო (ადგილობრივი დროით) და დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. ვულკანის ამოფრქვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

როგორც ერთ-ერთი იქაური მაცხოვრებელი ამბობს, მთის თავზე გაჩენილი ღრუბელი ჰიროსიმას თავზე გაჩენილ ბირთვულ სოკოს წააგავდა. რამდენიმე კილომეტრის რადიუსით ყველგან სქელი ფერფლის საფარი გაჩნდა.

უსაფრთხოების მიზნით ახლოს მდებარე დასახლებული პუნქტებიდან ხალხის ევაკუაცია მოხდა. გადაიკეტა გზები, ასევე გადაიდო რამდენიმე ავია რეისიც.

უკანასკნელად ვულკანი ტონგარირო 1897 წელს ამოიფრქვა. ვულკანოლოგებს უჭირთ იმის ზუსტად პროგნოზირება, არის თუ არა მოსალოდნელი ახლო მომავალში მისი კვლავ გააქტიურება.

 

კომენტარები