ლონდონი 2012

საქართველომ პირველი ბრინჯაო მოიგო

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ოლიმპიურ პირველობაზე, 66კგ-მდე წონაში მანუჩარ ცხადაიამ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა! მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ქართველმა ფალავანმა გერმანელ ფრეკ შტაებლერს ორ სეტში აჯობა.

სამწუხაროდ, მედალს ვერ შეწვდა ძალოსანი ირაკლი თურმანიძე. მძიმეწონოსანმა ათლეტმა ორჭიდის ჯამში 436 კილოგრამი დაძლია, თუმცა ეს მედლის მოსაპოვებლად საკმარისი არ აღმოჩნდა. რაც შეეხება მძლეოსან მაია გოგოლაძეს, მან სიგრძეზე ხტომაში საკვალიფიკაციო ნორმატივი ვერ შეასრულა.

მანუჩარ ცხადაიას ბრინჯაოს წყალობით, საქართველოს გუნდმა თამაშებზე ასპარეზობის მანძილზე - 1996 წლიდან - პირველად მოიპოვა ერთ ოლიმპიადაზე სამივე სინჯის მედალი. ცხადაიამდე ოქრო მოიგო ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა, ვერცხლი კი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე რევაზ ლაშხმა.

კომენტარები