რუსეთი

რუსეთის პატრიარქი პირველად გაესაუბრა მრევლს Facebook-ით

რუსეთის პატრიარქმა კირილმა პირველად გასცა პასუხი მისთვის Facebook-ზე დასმულ კითხვებს. 26 ივლისს სოციალური ქსელის ერთ-ერთმა მომხმარებელმა პატრიარქს მისი ქადაგებებიდან ერთ-ერთ საკითხზე განმარტება სთხოვა.

8 აგვისტოს პატრიარქმა საკუთარ Facebook-ის გვერდზე უპასუხა დასმულ შეკითხვას. მან კურთხევა მისცა, რომ დაინტერესებული მომხმარებლის ინტერესის დასაკმაყოფილებლად სოციალურ ქსელზე გამოექვეყნებინათ ნაწყვეტი მიტროპოლიტ ილარიონის წიგნიდან „პატრიარქი კირილი: ცხოვრება და მსოფლმხედველობა“.

კომენტარები