ბალტიის ქვეყნები

ლატვიამ პერსონა ნონ გრატად გამოცხადა Regnum-ის რედაქტორი და მისი მოადგილე

აგვისტოს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარს რინკევიჩმა პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა, კრემლის ყოფილი ჩინოვნიკი, ამჟამად რუსული საინფორმაციო სააგენტო Regnum-ის მთავარი რედაქტორი მოდესტ კოლეროვი და მისი მოადგილე, იგორ პავლოვსკი - ინფორმაციას ამის შესახებ  ბალტიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით  РИА Новости ავრცელებს
ამგვარი გადაწყვეტილება ლატვიამ “კომპეტენტური ორგანოების ინფორმაციაზე დაყრდნობით” მიიღო. კოლეროვი და პავლოვსკი ფარულ საქმიანობას ეწეოდნენ ლატვიის უსაფრთხოების წინააღმდეგ, მათ შორის ტერიტორიული მთლიანობისა და ეკონომიკური უსაფრთხოების კუთხით -  РИА Новости-ისთან საუბარში განაცხადა ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.
შეგახსენებთ, მოდესტ კოლეროვი 2007 წლის ნოემბრამდე პრეზიდენტ პუტინის ადმინისტრაციის რეგიონალური პოლიტიკის და კულტურული ურთიერთობების სამსახურს ხელმძღვანელობდა. კოლეროვი ცნობილი იყო როგორც რუსეთის მთავარი იდეოლოგი დსთ-ს ქვეყნებთან ურთიერთობებში. მის ძირითად ფუნქციებში შედიოდა “ფერადი რევოლუციების” აღკვეთა, მას შემდეგ რაც მშვიდობიანი საპროტესტო აქციების შედეგად უკრაინასა და საქართველოში ხელისუფლება შეიცვალა. იგი ვებ-პორტალი Regnum-ის დამაარსებელი და მფლობელია.

კომენტარები