ობამა vs. რომნი

ობამა vs. რომნი: ამომრჩეველთა ინტერნეტ ჩვევები და პოლიტიკური არჩევანი

ამერიკულმა საკონსულტაციო კომპანია Engage DC-მ განახორციელა პროექტი, რომლის მიზანი ინტერნეტის მომხმარებლების პოლიტიკური არჩევანის პროგნოზირება იყო მათი საყვარელი ვებსაიტების მიხედვით.

პროექტის შედეგების მიხედვით, ამერიკელი ამომრჩეველი, რომელიც მუსიკას უსმენს Spotify-ზე, აქტიურად იყენებს Tumblr-სა და სოციალური მედიიდან უახლეს ინფორმაციას Buzzfeed-ით იღებს, ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმას, სავარაუდოდ, პრეზიდენტ ბარაკ ობამას მისცემს.

რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის მით რომნის პოტენციური მხარდამჭერები ნივთებს eBay-ზე ყიდულობენ, თამაშობენ FarmVille-ს, ხოლო სასურველ ინფორმაციას ინტერნეტში Bing-ით ეძებენ. Google-ს მომხმარებელთაგან, სავარაუდოდ, მეტი წილი ობამას მისცემს ხმას.

პოლიტიკით დაინტერესებული მერყევი ამომრჩევლები Pandora-ს, მუსიკის ონლაინ სტრიმინგის საიტის მომხმარებლები უნდა იყვნენ.

მერყევი ამომრჩევლები კი, რომლებიც პოლიტიკით არ ინტერესდებიან, დიდი შანსია Angry Birds-ს თამაშობდნენ. 

კომენტარები