ლონდონი 2012

დავით ხუციშვილი მეოთხედფინალში დამარცხდა

74 კგ-მდე წონით კატეგორიაში ქართველი ფალავანი დავით ხუციშვილი რუს მოწინააღმდეგესთან დენის ცარგუშთან ორ სეტში დამარცხდა. ეს სწორედ ის მოჭიდავეა, ვისთანაც ხუციშვილმა მცირე ხნის წინ ევროჩემპიონატის ფინალი წააგო.

იმ შემთხვევაში, თუ ცარგუშმა ნახევარფინალში გაიმარჯვა, ხუციშვილი რეპეშაჟში გადაერთვება და ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.

კომენტარები