ოლიმპიადა

ქართველმა მოჭიდავეებმა ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს

11 აგვისტოს, თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, ორმა ქართველმა სპორტსმენმა მოიპოვა ოლიმპიური მედალი.  120 კგ-ში დავით მოძმანაშვილი ფინალში გავიდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა, ხოლო  84 კგ-მდე წონით კატეგორიაში, დავით მარსაგიშვილმა რეპეშაჟით (სა­ნუ­გე­შო შე­ჯიბ­რი) ბრინჯაო მოიპოვა.

უნდა აღინიშნოს, რომ მოძმანაშვილს ურთულესი მოწინააღმდეგე ერგო არ­ტურ ტა­ი­მა­ზო­ვის სახით. ‎33 წლის გა­მოც­დი­ლ უზბეკ სპორ­ტსმე­ნს ორჯერ აქვს მოგებული ოლიმპიური ოქროს მედალი. ის მსოფლიო ჩემპიონი და მრავალი სხვა ტიტულის მფლობელია. 25 წლის ქართველმა პირველად იჭიდავა ოლიმპიურ ტატამზე და ვერცხლის მედალი  მისთვის ურიგო შედეგი ნამდვილად არ არის.

დავით მარსაგიშვილმა, ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ბელორუსი სოსლან გაციევი იოლად 3-0, 3-1 დაამარცხა და დაეუფლა ოლიმპიურ მედალს. მარსაგიშვილი ოქროს მედლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი იყო, თუმცა სამწუხაროდ, მხოლოდ ბრინჯაოს დასჯერდა. 

შეგახსენებთ, რომ ხვალ ოლიმპიადის ბოლო დღეა. ქართველთაგან, თავისუფალი სტილით მოჭიდავე ორი სპორტსმენი გამოვა - 11:30 წუთზე ოთარ თუშიშვილი იჭიდავებს 66 კგ წონაში, პარალელურად კი გიორგი გოგშელიძე 96 კგ-ში მოსინჯავს ძალებს.

 

კომენტარები