არჩევნები 2012

სატელევიზიო პოლიტიკური რეკლამის ფასები

პოლიტიკური რეკლამის ფასი ორ ნაციონალურ მაუწყებელზე, რუსთავი 2-სა და იმედზე წლევანდელ არჩევნებზე 9-ჯერ იაფია ვიდრე 2010 წლის არჩევნებზე. რეკლამების ფასები სხვადასხვა ტელევიზიებზე გამოცემა Civil.ge-მ შეადარა

რუსთავი 2-ზე რეკლამის ფასი დილის გადაცემაში წუთი - 660 ლარიდან საღამოს 6250 ლარამდე მერყეობს. იმედზე ყველაზე ძვირედღირებული რეკლამა 5430 ლარი ღირს, ყველაზე იაფი კი 660.   Civil.ge-ის ცნობით, აღნიშნული ფასები დაახლოებით 9-ჯერ ნაკლებია 2010 წლის ადგილობრივი არჩევნების დროს არსებული ფასებისა და ასევე ჩამორჩება 2008 წლის საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებისას არსებულ ფასებს.

პირველ არხზე რეკლამის ფასი 3500-სა და 7000 ლარს შორის მერყეობს. კავკასიაზე ერთი წუთის ფასი დილით 180 ლარი, საღამოს კი 720 ლარია. მარსტოზე რეკლამა 1000-1650 ლარი ღირს. ყველაზე დაბალი ფასები ბიძინა ივანიშვილთან ასოცირებულ მეცხრე არხს აქვს. ამ არხზე რეკლამის განთავსება 100-390 ლარი ღირს. 

საარჩევნო კოდექსის მიხედვით, ყველა პოლიტიკური პარტიისთვის რეკლამის ფასი თანაბარი უნდა იყოს. ამასთანავე, ტელევიზიებმა კვალიფიცირებული პარტიებს (პარტიები რომელთაც საპარლამენტო არჩევნებზე 4%, ადგილობრივ არჩევნებზე კი 3% გადალახეს) ყოველ სამ საათში 90 წამი უფასოდ უნდა გამოუყონ.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეკომანდაციის საფუძველზე, პარტიები რეკლამისთვის ფულს წინასწარ გადაიხდიან. 

 

 

 

კომენტარები