ახალი მემარჯვენეები

ახალმა მემარჯვენეებმა წალენჯიხაში მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინეს

0 კომენტარი
ახალი მემარჯვენეების ლიდერმა დავით გამყრელიძემ წალენჯიხის რაიონის სოფელ ლიაში წალენჯიხის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა.
პარტიის კანდიდატი წალენჯიხის ოლქში ადგილობრივი მკვიდრი ფრიდონ უბილავა იქნება. ,,უბილავა წალენჯიხის მკვიდრია, პროფესიით მშენებელი. იგი კარგად იცნობს რაიონს, მის პრობლემებს, იცის რა აწუხებს მოსახლეობას. მას ერთი დღე არ უცხოვრია წალენჯიხელებზე ზრუნვის გარეშე. დარწმუნებული ვარ,  ის შეძლებს საქართველოს პარლამენტში წალენჯიხელთა ინტერესები დაიცვას", - განაცხადა დავით გამყრელიძემ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბინის გაქურდვის დროს, თბილისში ერთი კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები