ლეონარდო და ვინჩი

ლეონარდოს იესო ქრისტე დალასის მუზეუმში დაიდებს ბინას

წელს აღმოჩენილი ლეონარდოს ნახატი იესო ქრისტე 192 მილიონ დოლარადაა შეფასებული.‘იესო ქროტე’(Salvator Mundi)ამჟამად დალასის მუზეუმშია გამოფენილი და აქტიური მუშაობა მიმდინარეობს თანხების მოსაძიებლად რათა შედევრმა მუზეუმში დაიდოს ბინა.მუზეუმის დირექციის აზრით ასეთი შედევრის მუდმივ კოლექციაში არსებობა მნახველების დიდ ნაკადს მოიზიდავს.

 ნახატზე რომელიც ფირფიცარზეა შესრულებული მხსნელი მარჯვენა ხელით ლოცავს სამყაროს მარცხენაში კი ბროლის სფერო უჭირავს.ლეონარდო და ვინჩის ეს ნამუშევარი მისი შემოქმედების ადრეულ პეროიდს ეკუთვნის  ის  მცორე ზომისაა და 1506 წელს  საფრენგეთის მონარქის ლუი მერვეს დაკვეთით შეიქმნა,1649 წელს  კი ნახატი უკვე ინგლისის მეფის ჩარლზის კოლექციაში ირიცხებოდა, შემდეგ აუქციონზე გაიყიდა და დავიწყებულ იქნა. 

ფირფიცარზე ზეთის სარებავებით შესრულებული ნახატი, დროთა განმავლობაში დაზიანდა  გამოსახულება ბუნდოვანი გახდა და 1958 წელს ნახატი სულ რაღაც 45გირვანქა სტერლინგად (70$) გაიყიდა, ამ დროისათვის ნახატის ავტორად ლეონარდოს მოსწავლე ჯიოვანი ბოლტრაფიო  იყო მიჩნეული.

2005 წელს ხელოვნებათმცოდნე რობერტ საიმონის მიერ ნამუშევარს  ნიუ ორკში საფუძვლიანი კვლევა და რესტავრაცია ჩაუტარდა რის შემდეგაც ცხადი გახდა რომ  'იესო ქრისტე' უდაოდ რენესანსის  გენიალურ მხატვარ ლეონადრო და ვინჩის ეკუთვნის.

კომენტარები