აშშ

ბარაკ ობამას Twitter-ზე რამდენიმე მილიონი ყალბი მიმდევარი ჰყავს

Usatoday-ის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენიტს ბარაკ ობამას სოციალურ ქსელ Twitter-ზე 18,8 მილიონი მიმდევარი ჰყავს, თუმცა მათგან ნახევარზე მეტი სინამდვილეში არ არსებობს.

გამოცემის ცნობით, ახალი ვებ-ინსტრუმენტით Fake Follower Check-ის საშუალებით დადგინდა, რომ აშშ-ის პირველი პირის Twitter-ის გვერდი 70 პროცენტზე მეტ ყალბ მიმდევარს შეიცავს.

The New York Times-ი კი აღნიშნავს, რომ გასულ თვეს ბრიტანულმა კომპანიამ StatusPeople ახალი ინსტრუმენტი შეიმუშავა, რომლის საშუალებითაც დგინდება, თუ რამდენი ყალბი მიმდევარი ჰყავს სოციალური ქსელის მომხმარებელს.

გამოცემის ცნობით, პოპულარული მომღერლის ლედი გაგას მიმდევრებშიც აგრეთვე, ბევრი ყალბი გვერდია. შემსრულებლის Twitter-ის დაახლოებით 29 ათასი მიმდევრიდან 71 პროცენტი ყალბია.

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ბარაკ ობამას მთავარ მეტოქეს მით რომნის სოციალურ ქსელ Twitter-ზე გაცილებით ნაკლები რაოდენობის მიმდევარი ჰყავს, დაახლოებით 900 ათასი.

 

კომენტარები