აშშ

აშშ-ში შტორმის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

აშშ–ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ შტატ ლუიზიანაში, რომელსაც ტროპიკული შტორმი ისააკი უახლოვდება, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. როგორც BBC–აღნიშნავს, შტორმი ახალ ორლეანს შესაძლოა სამშაბათს ღამე დაატყდეს თავს, ქარიშხალ კატრინადან 7 წლის თავზე, რომელსაც დაახლოებით 1800 ადამიანი ემსხვერპლა.

ისააკი უკვე დაატყდა თავს კუბას აღმოსავლეთ და ჰაიტის სამხრეთ ნაწილს, რის შედეგადაც სულ მცირე 20 ადამიანი დაიღუპა. გარდა ლუიზიანას შტატისა, სამაშველო სამსახურები მზადყოფნაში არიან ფლორიდას, მისისიპისა და ალაბამას შტატებში.

შტორმთან დაკავშირებული ვითარების გამო რესპუბლიკურმა პარტიამ ფლორიდაში, ქალაქ ტამპში დაგეგმილი სხდომა ერთი დღით გადადო. აღნიშნულ ყრილობაზე მით რომნის ოფიციალურად წარადგენენ საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელების კანდიდატად.

გამოცემის ცნობით, შტორმი ისააკი უახლოეს მომავალში შესაძლოა ქარიშხლად იქცეს.

 

კომენტარები