იულია ტიმოშენკო

იულია ტიმოშენკო უკრაინის სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებს

უკრაინის უმაღლესი სპეციალიზების სასამართლომ, დღევანდელი გადაწყვეტილებით ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრის იულია ტიმოშენკოს სასჯელი ძალაში დატოვა.

იულია ტიმოშენკოს დაცვის მხარე, აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრებას ევროპის ადამიანთა უფლებების სასამართლოში გეგმავს. ტიმოშენკოს ადვოკატის, სერგეი ვლასენკოს თქმით, გადაწყვეტილების გასაჩივრება კვირის ბოლომდე მოხდება.

დღესვე იულია ტიმოშენკოს მხარდამჭერებმა კიევში აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებმა უკრაინის სასამართლოს სიმბოლური დასაფლავება მოაწყვეს. უმაღლესი სასამართლოს შენობის წინ მათ სიმბოლური საფლავი გათხარეს, სადაც თემიდას ქანდაკება ,,დამარხეს’’.

იულია ტიმოშენკოს შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა ოქტომბერში მიესაჯა. უკრაინის ხელისუფლებამ ის ძალაუფელებით ბოროტად სარგებლობაში დაადანაშაულა. 

კომენტარები