სპეცოპერაცია

მიხეილ სააკაშვილი: ლოპოტას ხეობაში ჩატარებული ოპერაცია საქართველოს საბრძოლო მზადყოფნის გამოცდა იყო

0 კომენტარი

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ყვარელში თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრებთან გამართულ შეხვედრაზე რუსეთ-საქართველოს საზღვრის დაღესტნის მონაკვეთზე მიმდინარე ოპერაციის ძირითადი ფაზის დასრულებაზე ისაუბრა. პრეზიდენტის შეფასებით, ლოპოტას ხეობაში ჩატარებული ოპერაცია საქართველოს საბრძოლო მზადყოფნის გამოცდა იყო.

”მადლობა უნდა ვუთხრათ ყველა იმ ჯარისკაცს, სპეცრაზმელსა თუ პოლიციელს, ვინც ოპერაციაში მონაწილეობდა. პროვოკაციის ორგანიზატორებს რამდენიმე ამოცანა ჰქონდათ დასახული მიზნად. პირველი - ეს იყო ჩვენი საბრძოლო მზადყოფნის გამოცდა. მათი შემდეგი ამოცანა იყო პროვოკაციის მოწყობა, რაც ასევე არ გამოუვიდათ. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილება, რადგან ასეთი შემთხვევები ჩვენი ქვეყნის დამპყრობელს რამე სახის საბაბის შექმნაში აძლევს ხელს.”- აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, საქართველოსთვის სპეცოპერაციის დროს სამხედროების დაღუპვა ტრაგედია და დიდი დანაკლისია.

”ჩვენ არ გვიხარია არავის სიკვდილი, მათ შორის არც იმათი, ვინც ჩვენი ხალხი დახოცა. ჩვენ არ ვართ რუსეთის ჯარები, ჩვენ უნდა მივაგოთ შესატყვისი პატივი მათ შორის მათ დაღუპულებს, გავაპატიოსნოთ მათი მიცვალებულები და ყველა ტრადიციის, მათ შორის მუსულმანურის დაცვით, დავკრძალოთ. მათ ახლობლებსაც, თუ ისინი ამას მოინდომებენ, მივუთითოთ მათი საფლავები". - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრებთან გამართულ შეხვედრაზე.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

პოლიციამ სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის 2 თანამშრომელი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები