UEFA

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის წილისყრა დასრულდა

აგვისტოს მონაკოში UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის 2012-2013 წლის სეზონის ჯგუფური ეტაპის წილისწყრა გაიმართა. შვიდ ჯგუფში გუნდები შემდეგნაირად გადანაწილდნენ :

 ჯგუფი A: პორტუ, კიევის დინამო, პსჟ, ზაგრების დინამო

 ჯგუფი B: არსენალი, შალკე, ოლიმპიაკოსი, მონპელიე

 ჯგუფი C: მილანი, ზენიტი, ანდერლეხტი, მალაგა

 ჯგუფი D: რეალი, მანჩესტერ სიტი, აიაქსი, დორტმუნდის ბორუსია

 ჯგუფი E: ჩელსი, შახტარი, იუვენტუსი, ნორდსიელანდი

 ჯგუფი F: ბაიერნი, ვალენსია, ლილი, ბატე

 ჯგუფი G: ბარსელონა, ბენფიკა, სპარტაკი, სელტიკი

 ჯგუფი H: მანჩესტერ იუნაიტედი, ბრაგა, გალათასარაი, კლუჟი

 

დღესვე ევროპის საუკეთესო ფეხბურთელად ანდრეს ინიესტა დასახელდა. ბარსელონას ნახევარმცველის კონკურენტები მისივე თანაგუნდელი ლიონელ მესი და მადრიდის რეალის ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუ იყვნენ. ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი UEFA-ს წევრი ქვეყნების წარმომადგენელმა ჟურნალისტებმა გამოავლინეს. გამარჯვებულს ჯილდო UEFA-ს პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ გადასცა.

 ჩემპიონთა ლიგის გათამაშება 18 სექტემბერს დაიწყება. ხვალ კი მონაკოში ლონდონის ჩელსი და მადრიდის ატლეტიკო ერთმანეთს სუპერთასის გათამაშებაში დაუპირისპირდებიან.

 

კომენტარები