ბრაზილია 2014

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

7 და 11 სექტემბერს საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში ორ შეხვედრას ჩაატარებს: ბელარუსის და ესპანეთის ნაკრებებს თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე უმასპინძლებს.

7 სექტემბერს ბელარუსთან მატჩი 21 საათზე დაიწყება, 11 სექტემბერს მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონ ესპანეთთან თამაში კი 21.30 საათზე. ჩვენი ეროვნული ნაკრები ორივე გუნდთან ისტორიაში პირველ შეხვედრას გამართავს.

საქართველოს ნაკრები თამაშებისთვის მზადებას 3 სექტემბერს, სფფ-ს ტექნიკურ ცენტრში დაიწყებს. დღეს მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ გუნდში მიწვეული მოთამაშეები დაასახელა:

მეკარეები: გიორგი ლორია (თბილისის დინამო), ნუკრი რევიშვილი (კრასნოდარი, რუსეთი), როინ კვასხვაძე (ზესტაფონი)

მცველები: გურამ კაშია (არნემის ვიტესი, ჰოლანდია), ზურაბ ხიზანიშვილი (ქაისერისპორი, თურქეთი), ალექსანდრე ამისულაშვილი (კრასნოდარი, რუსეთი), გიორგი ფოფხაძე (ბაქოს ბაკი, აზერბაიჯანი), გია გრიგალავა (ნიჟნი-ნოვგოროდის ვოლგა, რუსეთი), უჩა ლობჟანიძე (კრივოი როგის კრივბასი, უკრაინა), აკაკი ხუბუტია (მედიაშის გაზ-მეთანი, რუმინეთი), გიორგი რეხვიაშვილი (თბილისის დინამო), დავით კვირკველია (გორის დილა)

ნახევარმცველები: დავით თარგამაძე, თორნიკე ოქრიაშვილი (ორივე მარიუპოლის ილიჩევეცი, უკრაინა), ბუბა დაუშვილი (ლვოვის კარპატი, უკრაინა), ჯაბა კანკავა (დნეპროპეტროვსკის დნიპრო, უკრაინა), ჯანო ანანიძე (მოსკოვის სპარტაკი, რუსეთი), ალექსანდრე კობახიძე (კიევის არსენალი, უკრაინა), სანდრო გურული (გორის დილა), ირაკლი მაისურაძე (რუსთავის მეტალურგი), დავით დევდარიანი (ორჰუსი, დანია)

თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე (ემპოლი, იტალია), მათე ვაწაძე (გორის დილა), ირაკლი სირბილაძე (ტურკუს ინტერი, ფინეთი)

კომენტარები