სამძიმარი

აშშ-ს საელჩო დაღუპული სამი ქართველი სამხედროს ოჯახს სამძიმარს უცხადებს

საქართველოში აშშ-ს საელჩო ლოპოტის სპეცოპერაციის დროს დაღუპული სამი ქართველი სამხედროს ოჯახს სამძიმარს უცხადებს. ამის შესახებ აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, ბრიჯიტ ბრინკის განცხადებაშია ნათქვამი.

,,აშშ–ის საელჩოს თითოეული თანამშრომელი უერთდება ქართველი ხალხის მწუხარებას სამი მამაცი ქართველი სამხედრო მოსამსახურის – ვლადიმერ ხვედელიძის, სოლომონ წიკლაურისა და არჩილ ჩოხელის გარდაცვალების გამო. მათ ლოპოტას ხეობაში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას შესწირეს თავი. აშშ–ის საელჩოს სახელით, თანაგრძნობას ვუცხადებ ჯარისკაცების ოჯახებსა და მეგობრებს, აგრეთვე მათ თანამებრძოლებს, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად იცავენ მშვიდობას საქართველოსა და მთელ მსოფლიოში."-ნათქვამია განცხადებაში. 

კომენტარები