ლაფანყურის ოპერაცია

შსს: ლიკვიდირებულები საქართველოს მოქალაქეები არ არიან

1 სეტემბერს მეცხრე არხმა გაავრცელა ინფორმაცია,  თითქოს ლოპოტას ხეობაში ოპერაციისას ლიკვიდირებულები პანკისის მაცხოვრებლები იყვნენ და ამჟამად სოფელ დუისში უნდა გადაასვენონ. იგივე ინფორმაცია ონლაინ გამოცემა გურიანიუსმაც გაავრცელა. ინტერნეტ გამოცემა პანკისის ხეობის მოსახლეობის ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ „ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებული ე.წ. ბოევიკები პანკისის ხეობაში მცხოვრები 19-20 წლის ახალგაზრდა ბიჭები არიან“.
შსს-ს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა სალომე მახარაძემ ინტერპრესნიუსთან საუბარში ამ ინფორმაციას  სრული აბსურდი უწოდა – „გადაჭრით შეიძლება ითქვას, რომ ოპერაციის დროს დაღუპული შეიარაღებული ჯგუფის წევრები საქართველოს მოქალაქეები არ არიან და სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს ისინი პანკისის მცხოვრებლები იყვნენ და ამჟამად ისინი სოფელ დუისში უნდა გადაასვენონ სრული აბსურდია“.
1 სექტემბერს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, შოთა ხიზანიშვილმა განაცხადა, რომ   ლოპოტას ხეობაში ჩატარებული ოპერაციის დროს გარდაცვლილი პირები საქართველოს მოქალაქეები არ არიან. 

კომენტარები