კონფლიქტი სირიაში

სირიელი ამბოხებულები ასადის საჰაერო ძალებს უტევენ

სირიელმა ამბოხებულებმა ასადის საჰაერო თავდაცვით ბაზას დაეუფლნენ და აღმოსავლეთ სირიაში მდებარე სამხედრო აეროპორტს თავს დაესხნენ, აცხადებს ბრიტანული სამონიტორინგო ჯგუფი. პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი საჰაერო ძალებს სულ უფრო მეტად გამოიყენებს ოპონენტების წინააღმდეგ.

შეტევებამდე სამი დღით ადრე აჯანყებულებმა დააზიანეს რამდენიმე ვერტმფრენი იდლიბის პროვინციაში მდებარე ტაფტანაზის საჰაერო ბაზაზე. მეამბოხეების ცნობით, მათ წინა კვირაში აგრეთვე ჩამოაგდეს საჰაერო გამანადგურებელი და ვერტმფრენი.

ასადის წინააღმდეგ 17-თვიან ამბოხებას უკვე 20,000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. მისმა რეჟიმმა დაკარგა კონტროლი ჩრდილოეთ, აღმოსავლეთ და სამხრეთი ნაწილების სასოფლო რეგიონებზე.

საჰაერო დაბომბვებმა ლტოლვილთა ახალი ნაკადები წარმოშვა მეზობელ ქვეყნებში. თურქეთი სირიის ტერიტორიაზე ‘უსაფრთხოების ზონების’ წარმოქმნას მოუწოდებს, თუმცა დაყოფილი გაეროს უსაფრთხოების საბჭოს გამო ვერ ხერხდება ამგვარი ზონებისთვის საჭირო სამხედრო ძალების გამოყოფა.

 

კომენტარები