მერილინ მონრო

Salvatore Ferragamo მერილინ მონროზე წიგნს გამოუშვებს

ფერაგამოს მუზეუმი მერილინ მონროზე წიგნს გამოუშვებს, რომელშიც მსახიობის უცნობი ფოტოები გამოქვეყნდება. ეს იდეა მუზეუმში გახსნილი გამოფენის შემდეგ გაჩნდა, რომელიც მონროს სიკვდილის შემდეგ ორმოცდაათი წლის იუბილეს ეძღვნებოდა. გამოფენა ამ ზაფხულს, ივნისის დასაწყისში ფლორენციაში გაიხსნა.

წიგნში, რომელსაც უბრალოდ „მერილინი“ დაარქვეს, მსახიობის ის ფოტოები შევა, რომელიც მასმედიაში არასოდეს გამოქვეყნებულა. ექსტრავაგანტური და მითუმეტეს, სკანდალური კადრები წიგნში არ შევა  - საზოგადოებას საშუალება მიეცემა ნახოს, როგორი იყო მონრო სახლში, სამსახურში თუ კულისებს მიღმა.

ეს ფერაგამოს სახლის მხრიდან ერთგვარი მცდელობაა პატივი მიაგოს მსახიობის ხსოვნას, რომელმაც ბრენდის ფეხსაცმელი ასე ცნობილი გახადა.

წიგნი გაყიდვაში 25 სექტემბერს გამოვა.

კომენტარები