ქსენოფობია

წინასაარჩევნო თურქოფობია

ქართული ოცნების წინასაარჩევნო აქცია ბათუმში
„რამდენიმე წლის წინ ჩემს ყურამდე მოვიდა აგორებული ჭორი – საქართველო სამართავად იოლი რომ ყოფილიყო, ქვეყანაში მილიონ-ნახევარი მოსახლე უნდა დარჩენილიყო, აქედან ქართველები მხოლოდ 40%, ე.ი. სულ 600 ათასი. ამას თავის დროზე, შაჰ-აბასი, თემურ-ლენგი და სხვა ბარბაროსი დამპყრობლები ვერ ახერხებდნენ. რა თქმა უნდა, არც ჭორების ამყოლი ვარ და ეს ამბავიც აბსურდული მეგონა. დღეს რაც საქართველოში ხდება, სწორედ ამ ვარაუდებს ადასტურებს”.
ბიძინა ივანიშვილი, 4 აგვისტო 2012 წ. გაზეთი სპექტრი

წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ პო­ლი­ტი­კო­სე­ბის, სა­ჯა­რო პი­რე­ბი­სა და მე­დი­ის ნა­წი­ლი უფ­რო ინ­ტენ­სი­უ­რად მი­მარ­თავს ქსე­ნო­ფო­ბი­ურ რი­ტო­რი­კას. თუმ­ცა ამან უკ­ვე ტრა­დი­ცი­ის სა­ხე მი­ი­ღო – იგი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში გა­მარ­თუ­ლი თით­ქ­მის ყვე­ლა არ­ჩევ­ნე­ბის თან­მ­დე­ვი მან­კი­ე­რე­ბა იყო. სა­ინ­ტე­რე­სო­ა, რომ ქსე­ნო­ფო­ბი­ის სა­არ­ჩევ­ნო თა­ვი­სე­ბუ­რე­ბას ის წარ­მო­ად­გენს, რომ შეგ­ნე­ბუ­ლად იქ­მ­ნე­ბა „მტრის ხა­ტი”. იგო­ნე­ბენ საფ­რ­თხეს, შემ­დეგ რომ გვითხ­რან, რო­გორ გა­უმ­კ­ლავ­დე­ბი­ან მას. „მტერზე” სა­უ­ბა­რი და ეთ­ნი­კუ­რი თუ რე­ლი­გი­უ­რი გრძნო­ბე­ბით სპე­კუ­ლა­ცია მომ­ხ­რე­თა მო­ბი­ლი­ზე­ბი­სა და პო­ლი­ტი­კუ­რი მე­ტო­ქის „გაშავებისთვისაც” გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. ჩვე­უ­ლებ­რივ, ესა თუ ის პარ­ტია აცხა­დებს, რომ არ­სე­ბობს რუ­ტი­ნულ პო­ლი­ტი­კურ სა­კითხებ­ზე გა­ცი­ლე­ბით უფ­რო არ­სე­ბი­თი პრობ­ლე­მა, რო­მე­ლიც „ძირს უთხ­რის” ქარ­თულ იდენ­ტო­ბას, გა­და­ჯი­შე­ბას იწ­ვევს და ყოფ­ნა­-არ­ყოფ­ნის წი­ნა­შე აყე­ნებს ქარ­თ­ველ ერს. ამ მე­ტაპ­რობ­ლე­მას მე­ო­რე პლან­ზე გა­და­აქვს უშუ­ა­ლოდ პო­ლი­ტი­კუ­რი, ეკო­ნო­მი­კუ­რი თუ სო­ცი­ა­ლუ­რი სა­კითხე­ბი. ამავ­დ­რო­უ­ლად, მტრის ხა­ტის წი­ნა­შე უნ­და გა­ფერ­მ­კ­რ­თალ­დეს ოპო­ნენ­ტის ყვე­ლა მიღ­წე­ვა თუ ღირ­სე­ბაც, ვი­ნა­ი­დან მე­ტო­ქეს ამ დროს იმა­ში ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ, რომ ის რჯულ­სა და ეროვ­ნე­ბას ებ­რ­ძ­ვის. „მტერი” ქვეყ­ნის გა­რე­თაც შე­იძ­ლე­ბა მო­ი­ძებ­ნოს და შიგ­ნი­თაც აფა­თუ­რებ­დეს ხე­ლებს.

 1

სა­ქარ­თ­ვე­ლოს პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტი მომ­ხ­რე­თა კონ­სო­ლი­და­ცი­ის­თ­ვის ეთ­ნო­რე­ლი­გი­ურ რი­ტო­რი­კას აქ­ტი­უ­რად იყე­ნებ­და. ამ პერიოდში დამ­კ­ვიდ­რ­და ტერ­მი­ნე­ბი „ჩამოთესლებული აფ­სუ­ა” და „ოსი სე­პა­რა­ტის­ტი”. შე­ვარ­დ­ნა­ძე, წი­ნა­მორ­ბე­დის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, ეთ­ნი­კურ ფაქ­ტორ­ზე ყუ­რადღე­ბას ნაკ­ლე­ბად ამახ­ვი­ლებ­და. მაგ­რამ უკა­ნო­ნოდ მო­პო­ვე­ბუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ლე­გი­ტი­მა­ცი­ის­თ­ვის ეკ­ლე­სი­ას და­ეყ­რ­დ­ნო. მან სა­პატ­რი­არ­ქო სა­კუ­თა­რი ძა­ლა­უფ­ლე­ბის ერ­თ­-ერთ კომ­პო­ნენ­ტად აქ­ცი­ა, რაც, მე­ო­რე მხრივ, ეკ­ლე­სი­ის ავ­ტო­რი­ტე­ტის ზრდა­სა და რე­ლი­გი­უ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის დევ­ნა­ში გა­მო­ი­ხა­ტა. ქსე­ნო­ფო­ბი­ას ამ პე­რი­ოდ­ში რე­ლი­გი­უ­რი შე­ფე­რი­ლო­ბა მი­ე­ცა და სწო­რედ მა­შინ გაჩ­ნ­და სტიგ­მა „იაღოველი”, რომ­ლი­თაც ლი­ბე­რა­ლე­ბის მარ­კი­რე­ბას დღემ­დე ცდი­ლო­ბენ ხოლ­მე. ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ას ზღვარ­გა­და­სუ­ლი რე­ლი­გი­უ­რი ექ­ს­ტ­რე­მიზ­მის გა­ნე­იტ­რა­ლე­ბა, რე­ლი­გი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბის ელე­მენ­ტა­რუ­ლი ნორ­მე­ბის დამ­კ­ვიდ­რე­ბა და სა­მო­ქა­ლა­ქო ერის მშე­ნებ­ლო­ბის ამ­ბი­ცი­ის დეკ­ლა­რი­რე­ბა მოჰ­ყ­ვა. ამის გა­მო, უმ­თავ­რე­სი იარა­ღი, რი­თაც ოპო­ზი­ცია სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და­უ­პი­რის­პირ­და, ისევ და ისევ რე­ლი­გი­უ­რი და ქსე­ნო­ფო­ბი­უ­რი რი­ტო­რი­კა იყო: ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ან­გ­რევს ეკ­ლე­სი­ებს და გვარ­თ­მევს ეროვ­ნუ­ლო­ბას – 2007 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი ეს ფრა­ზე­ბი ყვე­ლა სა­არ­ჩევ­ნო ციკ­ლის დროს სხვა­დას­ხ­ვა მო­დი­ფი­კა­ცი­ით ხე­ლახ­ლა ტრი­ალ­დე­ბო­და. სა­ი­ლუს­ტ­რა­ცი­ოდ 2007 წელს გა­და­ღე­ბუ­ლი, უც­ნო­ბი­სა და ზა­ზა პა­პუ­აშ­ვი­ლის კლი­პი გა­მოდ­გე­ბა: ქარ­თულ ტრა­დი­ცი­ულ სა­მოს­ში გა­მოწყო­ბი­ლი იყ­ვ­ნენ „ჩინელები”, მა­თი გა­ბად­რუ­ლი სა­ხე­ე­ბის ფონ­ზე კი ნამ­დ­ვი­ლი ქარ­თ­ვე­ლო­ბა ტი­რა­ნი­ის უღ­ლის ქვეშ გმი­ნავ­და, ადათ­-­წე­სე­ბი და მშობ­ლი­უ­რი ენა და­უნ­დობ­ლად ითე­ლე­ბო­და. ამ დროს მთე­ლი სე­რი­ო­ზუ­ლო­ბით და­იწყეს სა­უ­ბა­რი იმა­ზეც, რომ მთავ­რო­ბას გა­მოჰ­ყავს ჯი­ში ახა­ლი ადა­მი­ა­ნი­სა, რო­მელ­საც ეროვ­ნე­ბის, სარ­წ­მუ­ნო­ე­ბის, ენი­სა და კა­ცუ­რი პრინ­ცი­პე­ბის ერ­თ­გუ­ლე­ბა ექ­ნე­ბა და­კარ­გუ­ლი. ამ ტიპს სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ხე­ლიც მო­უ­ძებ­ნეს „ლიბერასტი”.

ყო­ვე­ლი­ვე ამან, 2008-2010 წლე­ბის არ­ჩევ­ნე­ბის პე­რი­ოდ­ში მმარ­თ­ვე­ლი გუნ­დის ლი­ბე­რა­ლიზ­მის სტან­დარ­ტიც დაბ­ლა დას­წი­ა. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი აქ­ტი­უ­რად შე­უდ­გ­ნენ ეკ­ლე­სი­ის თაყ­ვა­ნის­ცე­მას, რა­საც, მა­გა­ლითად, სა­პატ­რი­არ­ქოს და­ფი­ნან­სე­ბის გაზ­რ­და და რე­ლი­გი­უ­რი პრობ­ლე­მა­ტი­კის ტა­ბუ­ი­რე­ბა მოჰ­ყ­ვა შე­დე­გად. თუმ­ცა, ისიც სათ­ქ­მე­ლი­ა, რომ რე­ლი­გი­უ­რი და ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის წი­ნა­აღ­მ­დეგ მათ არ­ცერ­თი ნა­ბი­ჯი არ გა­და­უდ­გამთ. პი­რი­ქით, 2009 წლი­დან­ვე ინ­ტეგ­რა­ცი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით და რე­ლი­გი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბის და­სა­ცა­ვად რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ცვლი­ლე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­და. ამ ცვლი­ლე­ბე­ბი­დან ყვე­ლა­ზე სა­რის­კო და არა­პო­პუ­ლა­რუ­ლი 2011 წელს რე­ლი­გი­უ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბის რე­გის­ტ­რა­ცი­ის ახა­ლი წე­სის შე­მო­ღე­ბა აღ­მოჩ­ნ­და. კა­ნო­ნის მი­ღე­ბამ მას­შ­ტა­ბუ­რი ქსე­ნო­ფო­ბი­ის, გან­სა­კუთ­რე­ბით კი, არ­მე­ნო­ფო­ბი­ის ტალ­ღის აგო­რე­ბა გა­მო­იწ­ვი­ა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ის მა­ლე­ვე მი­ნელ­და, სიტყ­ვათ­შე­თან­ხ­მე­ბა „არ მინ­და სო­მე­ხი პრე­ზი­დენ­ტი” სწო­რედ ამ მღელ­ვა­რე­ბამ და­ლე­ქა ოპო­ზი­ცი­უ­რად გან­წყო­ბილ­თა ცნო­ბი­ე­რე­ბა­ში.

2

მიტინგი მთავრობის სასახლესთან. თბილისი
პო­ლი­ტი­კა­ში ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის გა­მო­ჩე­ნამ ზო­გი­ერთ ლი­ბე­რალს იმე­დი ჩა­უ­სა­ხა, რომ უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის თე­მა და ეკ­ლე­სია აღარ გახ­დე­ბო­და პო­ლი­ტი­კუ­რი დი­ვი­დენ­დე­ბის მო­პო­ვე­ბის სა­ბა­ბი, ხო­ლო კრი­ტი­კის მთა­ვა­რი ვექ­ტო­რი დე­მოკ­რა­ტი­ის მდგო­მა­რე­ო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი პო­ლი­ტი­კის­კენ იქ­ნე­ბო­და მი­მარ­თუ­ლი. ამ გან­ც­დას სა­ფუძ­ვ­ლად, ალ­ბათ, ის და­ე­დო, რომ პო­ლი­ტი­კა­ში მოს­ვ­ლამ­დე ოლი­გარ­ქი თავს ათე­ის­ტად აცხა­დებ­და, თა­ნაც პირ­ველ­სა­ვე პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე აღი­ა­რა, რომ რე­ლი­გი­უ­რი, ეთ­ნი­კუ­რი და სექ­სუ­ა­ლუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბი სა­ქარ­თ­ვე­ლოს სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი არი­ან. ის ფაქ­ტიც, რომ თავ­და­პირ­ვე­ლად პო­ლი­ტი­კურ პარ­ტ­ნი­ო­რე­ბად თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბი და რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბი და­ა­სა­ხე­ლა, ანუ ძა­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც, ტო­ლე­რან­ტო­ბის ხელ­შეწყო­ბის გა­მო, რი­ხი­ა­ნად კი არა, უფ­რო სუს­ტი ხმით აკ­რი­ტი­კებ­დ­ნენ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, მათ­თ­ვის, რო­გორც ჩანს, იმე­დის­მომ­ცე­მი იყო.

მაგ­რამ ახალ­ბე­და პო­ლი­ტი­კოს­მა ლი­ბე­რა­ლებს იმე­დი სულ მა­ლე გა­და­უ­წუ­რა. რჯულ­ზე მო­ექ­ცა და სა­პატ­რი­არ­ქო­ში მო­უხ­ში­რა სი­ა­რულს. შემ­დეგ რამ­დენ­ჯერ­მე გა­ნაცხა­და, რომ ფა­შის­ტუ­რი ასა­ვალ­-­და­სა­ვა­ლი მი­სი საყ­ვა­რე­ლი გა­ზე­თი­ა, პარ­ტი­ის თავ­მ­ჯ­დო­მა­რედ აირ­ჩია ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ამე­რი­კის მთავ­რო­ბას უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის მხარ­და­ჭე­რას საყ­ვე­დუ­რობ­და და ამ­ბობ­და, რომ ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის­თ­ვის რე­ლი­გი­უ­რი თა­ნას­წო­რო­ბის იდეა მი­უ­ღე­ბე­ლი­ა. ივა­ნიშ­ვილ­მა მ. კო­ბა­ხი­ძის გარ­და, კო­ა­ლი­ცი­ა­ში შე­უწყ­ნა­რებ­ლო­ბით გა­მორ­ჩე­უ­ლი არა­ერ­თი პო­ლი­ტი­კო­სი და პარ­ტი­აც გა­ა­ერ­თი­ა­ნა, მა­ჟო­რი­ტა­რო­ბის კან­დი­და­ტე­ბად კი იმ­დე­ნად ბევ­რი ოდი­ო­ზუ­რი შო­ვი­ნის­ტი წა­რად­გი­ნა, რომ ზო­გი­ერ­თ­ზე სპე­ცი­ა­ლუ­რი გან­მარ­ტე­ბის გა­კე­თე­ბაც მო­უ­წი­ა. მაგ­რამ, რაც მთა­ვა­რი­ა, ბა­თუმ­ში 5 ივ­ლისს გა­მარ­თულ აქ­ცი­ა­ზე ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ ქვეყ­ნის ახა­ლი „მტერი” გა­მო­ავ­ლი­ნა – აზი­ზი­ეს მე­ჩე­თი და დო­ნე­რი­სა და ჩორ­ბას სუ­ნი ბა­თუ­მის ბულ­ვარ­ში.

3

ედუარდ-გიორგი შევარდნაძე
რუ­სე­თის მუქ ფე­რებ­ში ხატ­ვას დი­დი ოს­ტა­ტო­ბა არ სჭირ­დე­ბა. ის ბო­ლო ორა­სი წე­ლია „ობიექტურად” მტე­რი სა­ხელ­მ­წი­ფოა – ოკუ­პან­ტი­ა, რო­მელ­საც სა­გა­რეო საფ­რ­თხე­თა ჩა­მო­ნათ­ვალ­ში აშ­შ­-ის შემ­დეგ, სა­ქარ­თ­ვე­ლო ჰყავს ჩა­წე­რი­ლი. მოკ­ლედ რომ ვთქვათ, აქ მი­სი მთა­ვა­რი ინ­ტე­რე­სი NATO-სკენ მი­მა­ვა­ლი გზის გა­დაჭ­რა და და­სავ­ლეთ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი მთავ­რო­ბის შეც­ვ­ლა­ა. თა­ნაც ეს მიზ­ნე­ბი რუ­სეთს ღი­ად აქვს დეკ­ლა­რი­რე­ბუ­ლი. შე­სა­ბა­მი­სად, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­საც მთა­ვარ სა­გა­რეო და სა­ში­ნაო საფ­რ­თხე­ე­ბად, ბუ­ნებ­რი­ვი­ა, რუ­სე­თი და სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში „რუსული” პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა მი­აჩ­ნი­ა.

ამ კონ­ტექ­ს­ტ­ში, გაკ­ვირ­ვე­ბას არ უნ­და იწ­ვევ­დეს, რომ მთავ­რო­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ზი­ცი­ის ნა­წი­ლის რუ­სულ ფეს­ვებ­ზე სა­უბ­რობს, მით უმე­ტეს მა­შინ, რო­ცა თა­ვად ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რე­ბი ამას არ მა­ლა­ვენ ხოლ­მე. მა­გა­ლი­თად, ივა­ნიშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ აღარ მო­იხ­სე­ნი­ებს რუ­სეთს ოკუ­პან­ტად, მას­თან სრულ­ფა­სო­ვან სა­ვაჭ­რო და პო­ლი­ტი­კურ კო­მუ­ნი­კა­ცი­ას აღად­გენს, პუ­ტინ­ზე მე­ტი მონ­დო­მე­ბით აბ­რა­ლებს სა­ქარ­თ­ვე­ლოს ჩრდი­ლო­ელ მე­ზო­ბელ­თან ომის გა­ჩა­ღე­ბას და თვლის, რომ სამ­ხ­რეთ კავ­კა­სი­ის კონ­ტ­რო­ლი რუ­სე­თის ბუ­ნებ­რი­ვი ის­ტო­რი­უ­ლი მის­წ­რა­ფე­ბა­ა.

ყო­ვე­ლი­ვე ამის გა­მო, ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­სა და, მა­გა­ლი­თად, პარ­ტია თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოს­თ­ვის რუ­სე­თი, რო­გორც მტრის ხა­ტი, გა­მო­უ­სა­დე­გა­რი­ა. პი­რი­ქით, წარ­მა­ტე­ბის მი­საღ­წე­ვად მათ რუ­სე­თი­სად­მი ნე­გა­ტი­უ­რი გან­წყო­ბე­ბის გა­ფერ­მ­კ­რ­თა­ლე­ბა­ზე ზრუნ­ვაც უწევთ. ამის­თ­ვის კი ხსე­ნე­ბულ­მა პო­ლი­ტი­კურ­მა ჯგუ­ფებ­მა, რო­გორც ეტყო­ბა, ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი მე­ტა­საფ­რ­თხის გა­მოვ­ლე­ნა, ახა­ლი მტრის ხა­ტის შექ­მ­ნა გა­ნიზ­რა­ხეს. ცხა­დი­ა, რომ ცა­რი­ელ ად­გილ­ზე, ყო­ველ­გ­ვა­რი წი­ნა­პი­რო­ბის გა­რე­შე ამ ოპე­რა­ცი­ის შეს­რუ­ლე­ბა მხო­ლოდ და მხო­ლოდ წყლის ნაყ­ვა­ა. ამი­ტომ მათ ისე­თი „მტერი” უნ­და მო­ე­ფიქ­რე­ბი­ნათ, რომ­

ბასილ მკალავიშვილი
ლის სა­ხის­მეტყ­ვე­ლე­ბას­თან ის­ტო­რი­ა, რე­ლი­გი­ა, თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბა და გარ­კ­ვე­უ­ლი ემო­ცი­ე­ბიც იქ­ნე­ბო­და და­კავ­ში­რე­ბუ­ლი.

მძი­მე წარ­სუ­ლი, ოშ­კი­სა და იშ­ხ­ნის ტაძ­რე­ბის გა­დარ­ჩე­ნის სა­ნაც­ვ­ლოდ აზი­ზი­ეს მე­ჩე­თის აღ­დ­გე­ნა­ზე მო­ლა­პა­რა­კე­ბა, ორ­მ­ხ­რი­ვი ეკო­ნო­მი­კუ­რი ღი­ა­ო­ბა, თურ­ქი ტუ­რის­ტე­ბის სიმ­რავ­ლე, სტე­რე­ო­ტი­პე­ბი, რომ­ლის მი­ხედ­ვით „ყველაფერი თურ­ქუ­ლი” უხა­რის­ხო და უგე­მოვ­ნო­ა. რო­გორც ჩანს, სწო­რედ ამ ინ­გ­რე­დი­ენ­ტე­ბის ნაკ­რებ­მა გა­ნა­პი­რო­ბა ქსე­ნო­ფო­ბი­ის ახა­ლი ობი­ექ­ტის – თურ­ქე­თის გა­ჩე­ნა. ისიც არის, რომ თურ­ქუ­ლი თე­მა, არ­მე­ნო­ფო­ბი­ი­სა და რე­ლი­გი­უ­რი შე­უწყ­ნა­რებ­ლო­ბის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, ნე­გა­ტი­ურ სა­არ­ჩევ­ნო ეფექტს ვერ გა­მო­იწ­ვევს. თურ­ქი სა­ქარ­თ­ვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი სა­ა­მი­სოდ მე­ტის­მე­ტად ცო­ტა­ნი არი­ან. ამ ყვე­ლა­ფერ­თან ერ­თად „მტერი” თურ­ქე­თი „მტერი” რუ­სე­თის ერ­თა­დერ­თი რე­ა­ლუ­რი ალ­ტერ­ნა­ტი­ვა­ა. მით უმე­ტეს იმ ფონ­ზე, რომ მას სა­ი­მე­დო პო­ლი­ტი­კურ და ეკო­ნო­მი­კურ პარ­ტ­ნი­ორს უწო­დებს სა­ქარ­თ­ვე­ლოს „გამყიდველი” ხე­ლი­სუფ­ლე­ბა.

ამი­ტო­მაც რუ­სეთ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი, მა­თი მხარ­დამ­ჭე­რი ექ­ს­პერ­ტე­ბი, ინ­ტე­ლი­გენ­ცი­ა, მე­დია და სამ­ღ­ვ­დე­ლო პი­რე­ბი ბო­ლო პე­რი­ოდ­ში „იაღოველების”, „სომხებისა” და ლი­ბე­რას­ტე­ბის ლან­ძღ­ვა­ზე მე­ტად თურ­ქეთ­ზე, რო­გორც ახალ რე­ლი­გი­ურ, პო­ლი­ტი­კურ, გე­ო­პო­ლი­ტი­კურ თუ, ზო­გა­დად, ნა­ცი­ო­ნა­ლურ საფ­რ­თხე­ზე სა­უბ­რით იქ­ცე­ვენ დრო­დად­რო თავს. თურ­ქო­ფო­ბი­უ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბი, რო­გორც წე­სი, რუ­სეთ­თან ოპო­ზი­ცი­ურ წყვილ­შია მო­წო­დე­ბუ­ლი. მა­გა­ლი­თად, თუ­კი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ამ­ბობს, რომ რუ­სე­თია მტე­რი და ოკუ­პან­ტი, მა­შინ თურ­ქე­თიც მტე­რი და ოკუ­პან­ტი­ა, თუ­კი არ­სე­ბობს რუ­სუ­ლი ოკუ­პა­ცი­ის მუ­ზე­უ­მი, მა­შინ უნ­და და­არ­ს­დეს თურ­ქუ­ლი ოკუ­პა­ცი­ის მუ­ზე­უ­მიც, თუ­კი რუ­სეთ­მა თურ­ქე­ბის­გან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა აჭა­რა, თურ­ქე­ბი ამ­ჟა­მად მას ხე­ლახ­ლა იპყ­რო­ბენ, თუ­კი რუ­სეთ­მა შე­მოგ­ვი­ნა­ხა მარ­თ­ლ­მა­დი­დებ­ლო­ბა, თურ­ქე­თი აჭა­რის ის­ლა­მი­ზა­ცი­ით იყო და არის და­კა­ვე­ბუ­ლი, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ამე­რი­კულ­-­თურ­ქუ­ლი გავ­ლე­ნა უნ­და და­ბა­ლან­ს­დეს რუ­სუ­ლი გავ­ლე­ნით და ა.შ.

სიტყ­ვათხ­მა­რე­ბა­ში შე­მო­ვი­და ახა­ლი ცნე­ბე­ბი: „ნეოოსმანური იმ­პე­რი­ა­ლიზ­მი”, რომ­ლის მი­ზა­ნია სა­ქარ­თ­ვე­ლოს გავ­ლე­ნის ქვეშ მოქ­ცე­ვა, უარეს შემ­თხ­ვე­ვა­ში კი, ოკუ­პა­ცი­ა. „თურქული ეკო­ნო­მი­კუ­რი მარ­წუ­ხე­ბი”, რა­თა შემ­დეგ­ში პო­ლი­ტი­კურ მარ­წუ­ხებ­ში მოქ­ცე­ვა გა­ი­ოლ­დეს, „თურქული ის­ლა­მის გე­ოგ­რა­ფი­ის გაზ­რ­და და მცო­ცა­ვი ანექ­სი­ა”, რაც ბა­თუმ­ში სულ­თან აზი­ზი­ეს მე­ჩე­თის აღ­დ­გე­ნით უნ­და დაგ­ვირ­გ­ვინ­დეს ან პი­რი­ქით, და­იწყოს; „ათიათასობით თურ­ქის­თ­ვის მი­ნი­ჭე­ბუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა”, რა­მაც სა­მო­მავ­ლოდ აჭა­რა­ში გზა უნ­და გა­უხ­ს­ნას თურ­ქე­თის სამ­ხედ­რო შე­მოჭ­რას და სხვა.

„დაწყებულია დი­დი თურ­ქო­ბა”, „თურქების პარ­პა­ში”, „ბათუმი ხო­ფად იქ­ცა”, „მიმდინარეობს აჭა­რის აზი­ზი­ზა­ცი­ა” – ამ ტი­პის გან­ცხა­დე­ბე­ბის ფონ­ზე ხში­რად მე­ორ­დე­ბა, რომ თურ­ქე­ბის გა­მო სა­ქარ­თ­ვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი დის­კ­რი­მი­ნა­ცი­ულ პი­რო­ბებ­ში შრო­მო­ბენ, რომ თურ­ქე­ბი ძა­ლა­დო­ბენ ქარ­თ­ველ ქა­ლებ­ზე, სჩა­დი­ან უამ­რავ და­ნა­შა­ულს, სა­მარ­თალ­დამ­ც­ვე­ლე­ბი კი მათ ლო­ი­ა­ლუ­რად ეპყ­რო­ბი­ან.

სა­ბო­ლოო ჯამ­ში, თურ­ქო­ფო­ბე­ბის მთა­ვა­რი სათ­ქ­მე­ლი მა­ინც ის არის, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა თურ­ქულ ინ­ვეს­ტი­ცი­ებ­ზე ერს, რჯულს, მი­წებ­სა და ქარ­თ­ველ ქა­ლებს ყი­დის, ხო­ლო თურ­ქუ­ლი ექ­ს­პან­სი­ის შე­ჩე­რე­ბა მხო­ლოდ და მხო­ლოდ ქარ­თულ ოც­ნე­ბა­სა და მარ­თ­ლ­მა­დი­დე­ბელ რუ­სეთს ძა­ლუძს, რო­გორც ამას აცხა­დე­ბენ კო­ა­ლი­ცი­ის მა­ჟო­რი­ტა­რი კან­დი­და­ტე­ბი აჭა­რი­დან.

4

რო­გო­რია რე­ა­ლო­ბა? თურ­ქე­თი გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი მტე­რი კი არა, დღეს­დღე­ო­ბით გა­მორ­ჩე­უ­ლად ძლი­ე­რი მო­კავ­ში­რე და პარ­ტ­ნი­ო­რია რო­გორც ეკო­ნო­მი­კუ­რი და პო­ლი­ტი­კუ­რი, ისე სამ­ხედ­რო თვალ­საზ­რი­სი­თაც. იგი ერ­თა­დერ­თი სა­ხელ­მ­წი­ფო­ა, რო­მელ­მაც აგ­ვის­ტოს ომის შემ­დეგ სა­ქარ­თ­ვე­ლოს­თან კი არ შე­ა­სუს­ტა, არა­მედ გა­აძ­ლი­ე­რა სამ­ხედ­რო თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა. ამავ­დ­რო­უ­ლად, ჩვენ­თ­ვის იგი NATO-ს წევ­რი ერ­თა­დერ­თი ქვე­ყა­ნა­ა, რო­მელ­თა­ნაც სა­ერ­თო საზღ­ვა­რი გვა­კავ­ში­რებს.

სი­ნამ­დ­ვი­ლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა ისიც, რომ თურ­ქე­თი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ეკო­ნო­მი­კურ ექ­ს­პან­სი­ას ახორ­ცი­ე­ლებს. რო­გორც აღ­მოჩ­ნ­და, თურ­ქე­თი ინ­ვეს­ტორ ქვეყ­ნებს შო­რის, სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის, ნორ­ვე­გი­ის, და­ნი­ი­სა და აზერ­ბა­ი­ჯა­ნის შემ­დეგ, მხო­ლოდ მე­ხუ­თე ად­გილს იკა­ვებს. მო­ნა­ცე­მე­ბი სხვაგ­ვა­რიც რომ იყოს, ამ ტერ­მი­ნით პარ­ტ­ნი­ო­რი ქვეყ­ნე­ბის ეკო­ნო­მი­კუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის აღ­წე­რა მა­ინც სე­რი­ო­ზუ­ლი შეც­დო­მა იქ­ნე­ბო­და.

მი­თია ისიც, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა მი­ღე­ბუ­ლი აქვს ათი­ა­თა­სო­ბით თურქს, ისე­ვე რო­გორც ტყუ­ი­ლი იყო თა­ვის დრო­ზე ის, რომ თით­ქოს „ყველაფერი ჩი­ნე­ლებ­მა იყი­დეს”. სა­ქარ­თ­ვე­ლოს სტა­ტის­ტი­კის ეროვ­ნუ­ლი სამ­სა­ხუ­რის ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, 2009-2011 წლებ­ში ორ­მა­გი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა 25 314-მა უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქემ მი­ი­ღო. აქე­დან, თურ­ქე­თის მო­ქა­ლა­ქე მხო­ლოდ 538-ია. და­ნარ­ჩე­ნები კი რუ­სე­თის, უკ­რა­ი­ნის, ირა­ნის, აშ­შ­-ის, სა­ბერ­ძ­ნე­თის, ყა­ზა­ხე­თის, სომ­ხე­თი­სა და ის­რა­ე­ლის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი არი­ან.

ასე­ვე ტყუ­ი­ლი­ა, რომ სა­მარ­თალ­დამ­ც­ვე­ლე­ბი არ რე­ა­გი­რე­ბენ თურ­ქე­ბის მი­ერ ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­ულ­ზე. თა­ვის­თა­ვად ეს ცუ­დი ფაქ­ტი­ა, მაგ­რამ შე­საძ­ლე­ბე­ლია არა­ერ­თი თურ­ქი მო­ქა­ლა­ქის და­სა­ხე­ლე­ბა, რო­მე­ლიც ბო­ლო წლებ­ში სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში პა­სუ­ხის­გე­ბა­ში იყო მი­ცე­მუ­ლი.

ერ­თა­დერ­თი, რა­მაც რე­ა­ლუ­რად შე­იძ­ლე­ბა წა­ა­ხა­ლი­სოს თურ­ქო­ფო­ბი­ა, თურ­ქე­თი­დან შე­მო­სუ­ლი ტუ­რის­ტე­ბის მარ­თ­ლაც დი­დი რა­ო­დე­ნო­ბა­ა, რად­გან უცხო­სად­მი ში­ში და უნ­დობ­ლო­ბა, სტე­რე­ო­ტიპ­ზე დამ­ყა­რე­ბუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ყვე­ლა ტი­პის

აფხაზეთის ომი. 1992
სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვი­საა და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი.

თურ­ქულ­-­ქარ­თუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი შე­უწყ­ნა­რებ­ლო­ბის კი არა, სა­ქარ­თ­ვე­ლოს კულ­ტუ­რუ­ლი და ეკო­ნო­მი­კუ­რი გამ­დიდ­რე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი უნ­და გახ­დეს, ისე­ვე რო­გორც კე­თილ­მე­ზობ­ლო­ბი­სა და მშვი­დო­ბის სიმ­ბო­ლოდ უნ­და იყოს მო­აზ­რე­ბუ­ლი ბა­თუმ­ში სულ­თან აზი­ზი­ეს სა­ხე­ლო­ბის მე­ჩე­თის აღ­დ­გე­ნა, იშ­ხ­ნი­სა და ოშ­კის რეს­ტავ­რა­ცი­ის სა­ნაც­ვ­ლოდ.

5

ცალ­კე სა­სა­უბ­როა ის, თუ, ზო­გა­დად, რა საფ­რ­თხეს შე­ი­ცავს ქსე­ნო­ფო­ბი­ა. აქ მხო­ლოდ შეგ­ვიძ­ლია გა­ვაგ­რ­ძე­ლოთ თავ­ში დაწყე­ბუ­ლი სა­უ­ბა­რი და გა­ვიხ­სე­ნოთ, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის რღვე­ვას 1990-იანი წლე­ბის დამ­დეგს ეთ­ნი­კურ­მა შე­უწყ­ნა­რებ­ლო­ბამ შე­უწყო ხე­ლი. გამ­სა­ხურ­დი­ა­სა და შე­ვარ­დ­ნა­ძის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თ­ვის კი მა­თი სა­ერ­თა­შო­რი­სო დე­ლე­გი­ტი­მა­ცი­ის ერ­თ­-ერ­თი მი­ზე­ზი ეთ­ნი­კუ­რი და რე­ლი­გი­უ­რი ქსე­ნო­ფო­ბი­აც გახ­და.

ამ შეხ­სე­ნე­ბით იმის თქმა მინ­და, რომ ქსე­ნო­ფო­ბია ზი­ა­ნის მომ­ტა­ნი, პირ­ველ რიგ­ში, თა­ვად მი­სი სუ­ბი­ექ­ტე­ბი­სა და იმ ერის­თ­ვი­სა­ა, რომ­ლის დაც­ვის სა­ხე­ლი­თაც გა­მო­ხა­ტა­ვენ ხოლ­მე უცხო­სად­მი სი­ძულ­ვილს. პო­ლი­ტი­კუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მი­ერ გა­მოვ­ლე­ნი­ლი შე­უწყ­ნა­რებ­ლო­ბა, რო­გორც წე­სი, პა­სუ­ხად მათ სა­ერ­თა­შო­რი­სო დე­ლე­გი­ტი­მა­ცი­ას იწ­ვევს.

ბო­ლო, 2010 წლის ად­გი­ლობ­რივ არ­ჩევ­ნებ­ზე ეროვ­ნუ­ლი საბ­ჭო, რო­მე­ლიც ქსე­ნო­ფო­ბი­ის ას­პა­რეზ­ზე ყვე­ლა­ზე მე­ტად გა­ი­სარ­ჯა, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი გა­მოდ­გა; ახ­ლა ვი­თა­რე­ბა შეც­ვ­ლი­ლი­ა. ოპო­ზი­ცი­ის დი­დი ნა­წი­ლი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი­სა და მი­სი ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სე­ბის გარ­შე­მოა კონ­სო­ლი­დი­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ ისიც ცხა­დი­ა, რომ ქსე­ნო­ფო­ბი­უ­რი რი­ტო­რი­კა ქარ­თულ ოც­ნე­ბას ყვე­ლა­ზე მე­ტად სწო­რედ იქ შე­უშ­ლის ხელს, სა­დაც „ოლიგარქი” სა­კუ­თარ პი­არ­ზე უშურ­ვე­ლად ხარ­ჯავს ფულს – და­სავ­ლეთ­ში.

მე­ო­რე მხრივ კი, ამან, რა თქმა უნ­და, საფ­რ­თხე შე­იძ­ლე­ბა შე­უქ­მ­ნას სა­ქარ­თ­ვე­ლოს­თან ამა თუ იმ გზით და­კავ­ში­რე­ბულ თურ­ქებ­საც და მე­ზობ­ლად მცხოვ­რებ და მო­მუ­შა­ვე ქარ­თ­ვე­ლებ­საც; ნაკ­ლე­ბად მიმ­ზიდ­ვე­ლი გა­ხა­დოს სა­ინ­ვეს­ტი­ციო გა­რე­მო; ბა­რი­ე­რე­ბი წარ­მოქ­მ­ნას ქარ­თულ­-­თურ­ქულ პო­ლი­ტი­კურ პარ­ტ­ნი­ო­რო­ბა­ში და კი­დევ უფ­რო დაბ­ლა დას­წი­ოს ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ლი­ბე­რა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის კულ­ტუ­რა.

მი­უ­ხე­და­ვად ამ საფ­რ­თხე­ე­ბი­სა, ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის­გან (თავისუფალი სა­ქარ­თ­ვე­ლო და კა­ხა კუ­კა­ვა სა­ერ­თოდ რომ არ მი­ვი­ღოთ მხედ­ვე­ლო­ბა­ში) ქსე­ნო­ფო­ბი­ა­ზე უარის თქმის მო­ლო­დი­ნი, ჩანს რომ, უიმე­დო­ა. მარ­თა­ლი­ა, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი არ­ჩევ­ნე­ბი­დან ორი წლის შემ­დეგ სა­კუ­თარ თავ­თან პო­ლი­ტი­კურ და­პი­რის­პი­რე­ბას შეგ­ვ­პირ­და, მაგ­რამ ისიც დღე­სა­ვით ნა­თე­ლი­ა, რომ აქ და ამ­ჟა­მად ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა, ძა­ლე­ბის უსაზღ­ვ­რო და­ძაბ­ვი­სა და მონ­­­დო­­მე­­ბის შემ­­­თხ­­­ვე­­ვა­­ში­­აც კი, ასეთ სას­­­წა­­ულს ვერ მო­­ახ­­­დენს.

 

 

“ბათუმო, მე შენი ბულვარი მომენატრა, არა ის ბულვარი, ჩორბისა და დონერის სუნით გაჟღენთილი”.

ბათუმში გამართულ ქართული ოცნების აქციაზე მხატვარი კაკო ძნელაძე

„თურქეთს არა მარტო აჭარაზე, არამედ მთლიანად საქართველოზე აქვს პრეტენზია და ჩვენ უნდა ვიყოთ ღირსეული ერი, რომ ასეთი პრეტენზიები ძირშივე მოვსპოთ”.
მურმან დუმბაძე, კოალიცია ქართული ოცნების ბათუმის მაჟორიტარი კანდიდატი

„რიგითი თურქისთვის აჭარა თურქული სულიერი და ეკონომიკური სივრცის ნაწილი გახდა. რაღა ბათუმი და რაღა ხოფა, უკვე ვეღარც განასხვავებენ თურქები. პირადად შევსწრებივარ აჭარის ქუჩებში თურქების მიერ კანონდარღვევის არაერთ ფაქტს, მაგრამ მათ ხელს ვერ ჰკიდებენ. ჩემი თვალით ვნახე, მოჩხუბარი ქართველები და თურქები როგორ გააშველა პატრულმა და დამნაშავე თურქების ნაცვლად როგორ დაიჭირეს უდანაშაულო ქართველები”.
მამუკა არეშიძე, კოალიცია ქართული ოცნების გარდაბნის მაჟორიტარი კანდიდატი

„ლამისაა ტვინი გადაჭამა მთელ საქართველოს ბათუმთან დაკავშირებით. ეს გარკვეულ ეჭვებს იწვევდა. 26 მაისს ქუთაისში ჩატარებული აღლუმი, ალბათ, იხილეთ, სადაც ქართულ ხუთჯვრიან დროშასთან ერთად თურქული დროშა ფრიალებდა”.
შალვა ხაჭაპურიძე, პარტია ეროვნულები, კოალიცია ქართული ოცნება

„თურქეთი არ მალავს უარყოფით დამოკიდებულებას აჭარის მოსახლეობის გაქრისტიანებისადმი. ამას საკუთარი გავლენის შესუსტების წინაპირობად მიიჩნევს და ამიტომაც ხელს უწყობს მეჩეთებისა და მედრესეების ამოქმედებას, რომელთა ფუნქციაც ისლამის გავრცელება და ნეოოსმანური სულისკვეთებით გამსჭვალული ახალგაზრდების აღზრდაა”.
ვასილ მაღლაფერიძე, გადაცემის ავტორი, მე-9 არხი

„ქართულ-ლაზური მიზიდულობის გაღვივება და, პირდაპირ თუ ირიბად, თურქეთის მოქალაქე ლაზების სამშობლოდ საქართველოს გამოცხადება სრულ ჰარმონიაში მოდის ნეოოსმანური დოქტრინის სულისკვეთებასთან, ვინაიდან ამგვარი “ლაზიკიზაცია” ნიადაგს ამზადებს დიდი რაოდენობით თურქეთის მოქალაქეებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებისა და მესხეთელი თურქების ჩამოსახლებისთვის, რაც მნიშვნელოვნად შეცვლის პოლიტიკურ და დემოგრაფიულ ვითარებას საქართველოში”.
ვასილ მაღლაფერიძე, გადაცემის ავტორი, მე-9 არხი

„მიუხედავად იმისა, რომ სახელისუფლებო პარტიას „ნაციონალური მოძრაობა” ჰქვია, ეროვნულობასთან საერთო არაფერი აქვს. თუ მათ დიდხანს ვაბოგინებთ, ეროვნული გადაგვარება მოგველის.
მანანა კობახიძე, ქართული ოცნების პარტიის თავმჯდომარე

„მე მინდა შევახსენო მკითხველს, რომ აჭარა სააკაშვილის უგუნური პოლიტიკით გვეკარგება. მისი ხელისუფლებაში მოსვლიდან გაძლიერდა აჭარაში თურქული იდეოლოგიისა და ეკონომიკური ექსპანსია”.
შოთა ზოიძე, კოალიცია ქართული ოცნების მაჟორიტარი კანდიდატი შუახევში

 

 

კომენტარები