შოუ-ბიზნესი

მაიკლ კლარკ დანკანი გარდაიცვალა

ჰოლივუდის მსახიობი მაიკლ კლარკ დანკანი, ორშაბათს ლოს ანჯელესის სავადმყოფოში გარდაიცვალა. 54 წლის მსახიობი კლინიკაში გულის შეტევის გამო მოათავსეს. 
მაიკლ კლარკ დანკანი ნომინირებული იყო ოსკარსა და ოქროს გლობუსსზე ფილმში ,,მწვანე ბილიკი'' შესრულებული როლისთვის.
ყოფილმა პირადმა დაცვამ,  მსახიობობა 30 წლის ასაკში დაიწყო. მას მიღებული აქვს მონაწილეობა ფილმებში: არმაგედონი, ცოდვის ქალაქი, დეარ დევილი  და ა.შ. 
2012 წლის გაზაფხულზე, დანკანი ცხოველთა უფლებების დამცველი ორგანიზაციის ვიდეორგოლში გამოჩნდა, სადაც საუბრობდა საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, მას შემდეგ რაც ვეგეტარიანელი გახდა.  

კომენტარები