რეიტინგი

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის რეიტინგში საქართველო 77-ე ადგილზეა

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (World Economic Forum) მიერ შედგენილ გლობალური კონკურენტუნარიანობის წლევანდელ რეიტინგში საქართველო 77-ე ადგილზე მოხვდა. აღნიშნულ რეიტინგში სულ 144 ქვეყანაა შესული. შარშან საქართველო ანალოგიურ ჩამონათვალში 88-ე ადგილზე იყო.

გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგის სათავეში გასული წლის მსგავსად, შვეიცარიაა. პირველ ხუთეულში შედიან აგრეთვე, სინგაპური, ფინეთი, შვედეთი და ნიდერლანდები.

მეზობელი ქვეყნებიდან თურქეთი 43-ე ადგილზეა, აზერბაიჯანი 46-ზე, სომხეთი - 88-ზე, რუსეთი - 67-ზე.

კონკურენტუნარიანობის რეიტინგი ასობით მაჩვენებლის შედარებით დგება. შეფასების კრიტერიუმებს შორისაა: ქვეყნის მაკრო ეკონომიკური გარემო, ინფრასტრუქტურის და საფინანსო ბაზრის მდგომარეობა, საქონლის და შრომის ბაზრების ეფექტიანობა, განათლების და ჯანმრთელობის დაცვის მდგომარეობა.

 

კომენტარები