კვლევა

NDI:ნაციონალური მოძრაობა - 37%, ქართული ოცნება - 12%

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) პარტიების პოლიტიკურ რეიტინგებთან დაკავშირებით საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. აღნიშნული კვლევის თანახმად, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ხმას გამოკითხულთა 37% მისცემდა, კოალიცია ქართულ ოცნებას 12%, ხოლო ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას 3%. დანარჩენი პარტიების რეიტინგი კი 1%-ის ფარგლებში არის. 

აღნიშნულ კითხვაზე პასუხის გაცემაზე 16-მა პროცენტმა უარი განაცხადა, ხოლო  22-მა პროცენტმა არ ვიცი გასცა.

NDI-ის მიერ ივნისის თვეში ჩატარებულ  კვლევასთან შედარებით ნაციონალური მოძრაობის რეიტინგმა 1%-ით მოიმატა, ქართული ოცნების რეიტინგმა კი 6%-ით იკლო.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის საველე სამუშაოები 31 ივლისიდან - 12 აგვისტოს პერიოდში ჩატარდა, საქართველოს მასშტაბით 2038 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.

კომენტარები