მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი

მსოფლიოს შესარჩევს ბელორუსთან მატჩით ვიწყებთ

დღეს, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 2014 წლის მუნდიალის შესარჩევი ტურნირის პირველ მატჩს, ბელორუსის წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე 21:00 სთ-ზე დაიწყება და პირდაპირ ტრანსლიაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგვთავაზებს.

თემურ ქეცბაიას გუნდს ზურაბ არზიანი და ალექსანდრე კობახიძე ვარჯიშზე მიღებული ტრავმების გამო გამოაკლდნენ. მათ სანაცვლოდ, ნაკრების თავკაცმა 21 წლამდელთა გუნდიდან ნიკა ძალამიძეგა გამოიძახა.

თავის მხრივ, პრობლემები არც სტუმრებს აკლიათ.  ბელორუსული ბატეს თავდამსხმელის ვიტალი როდიონოვის თამაში სათუოა, მას ძველმა ტრავმამ შეახსენა თავი. ბატეს მეორე თავდამსხმელის დმიტრი მოზოლევსკის თამაში კი უკვე გამოირიცხა, ბელარუსთა თავკაცმა იგი მინსკელი ლეონიდ კოველით შეცვალა.

კომენტარები